Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
კრიმინალისაბერძნეთი

ირაკლიო: პოლიციამ დააკავა წყვილი, რომელიც 25 წლის გოგონას სხეულით ვაჭრობას აიძულებდა

ირაკლიო: პოლიციამ დააკავა წყვილი, რომელიც 25 წლის გოგონას სხეულით ვაჭრობას აიძულებდა

პოლიციამ დააკავა 42 წლის კაცი მის 30 წლის პარტნიორთან ერთად, რომლებსაც ბრალი 25 წლის გოგონასთვის უკანონოდ თავისუფლების აღკვეთაში და მისთვის სხეულით ვაჭრობის იძულებაში ედებათ. 

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ახალგაზრდა წყვილის სახლში 3 თვის განმავლობაში იყო გამოკეტილი.

დაკავებული აცხადებს, რომ გოგონას მიერ მიცემული ჩვენება არის ცრუ და მან ეს შურისძიების მიზნით გააკეთა, რადგან მის 30 წლის პარტნიორზე ეჭვიანობდა. 42 წლის კაცი ძალადობის მსხვერპლს მისი ურთიერთობის დანგრევის მცდელობაში სდებს ბრალს და თვლის, რომ სწორედ ამიტომ იგონებს ტყუილებს.

neakriti.gr-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად 25 წლის გოგონამ ერთ-ერთი ბრალდებული აგვისტოში გაიცნო. გამომდინარე იქიდან რომ გოგონა ირაკლიოს თავშესაფარში გაიზარდა და წასასვლელი არსად ჰქონდა 30 წლის ქალმა მას საცხოვრებელ ადგილად მისი და მისი პარტნიორის ბინა შესთავაზა და ამავდროულად დასაქმებასაც შეპირდა. ახალგაზრდა შეთავაზებას დათანხმდა, თუმცა სულ მალე წყვილმა მას ტელეფონი ჩამოართვა და მოთხოვა, რომ სხეულით ევაჭრა, ხოლო მიღებული თანხა კი მათთვის გადაეცა. 

მიმდინარეობს გამოძიება საქმის დეტალების დასადგენად.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *