Latest news
აკილამ ათენში კონცერტი გამართა პროკურორმა ΟΠΕΚΕΠΕ-ს ყოფილი ხელმძღვანელების დამნაშავედ ცნობა მოითხოვა საბერძნეთი: სალონიკში მმართველი პარტიის წარმომადგენლების სახლებზე თავდასხმას ხელისუფლება ტერორისტულ ... საბერძნეთი: ჭარბი წონის საწინააღმდეგო მედიკამენტების უფასოდ გაცემის პროგრამა დასრულდა ნავპლიოს ძველი საბაჟო საბერძნეთის კულტურის სამინისტროს ახალ დაწესებულებას უმასპინძლებს Mymarket-ი მომხმარებლებს პროდუქტის წარმოშობის შემოწმების შესაძლებლობას აძლევს სალონიკი: 20 წლის გოგოს რუტინული ოპერაციის პროცესში მძიმე დამწვრობა მიაყენეს პეტრალონა: ათენის მუნიციპალიტეტი ჩამონგრეული კორპუსის მაცხოვრებლებს 3 000 ევროს ოდენობის დახმარებას ... საბერძნეთი: ტემპერატურამ 38 გრადუსს მიაღწია ერმუ ელექტროენერგიის გარეშე დარჩა
ხუთშაბათი, ივლისი 2, 2026
მსოფლიოსაზოგადოება

ისრაელის კანონმდებელი ჰამასზე ბირთვული თავდასხმისკენ მოუწოდებს

ისრაელის ქნესეთის დეპუტატი, პარტია “ლიკუდის” წევრი, თალი გოთლივი სოციალურ ქსელ X-ზე პოსტს აქვეყნებს, რომელშიც ისრაელის ხელისუფლებას მოუწოდებს სახმელეთო ოპერაციის დაწყების ნაცვლად ბირთვული რაკეტები გამოიყენოს.

ისრაელის კანონმდებელმა მოუწოდა მისი ქვეყნის სამხედროებს გამოიყენონ ბირთვული იარაღი ჰამასის ტერორისტული თავდასხმების საპასუხოდ, რომლის შედეგადაც 1200 ისრაელელი დაიღუპა. სოციალურ ქსელებში მან არაერთხელ მოუწოდა თავის ქვეყანას ღაზას რუქიდან წაშლისკენ.

ერთ-ერთ ტვიტერში გოთლივმა, რომელიც მანამდე უკიდურესად აკრიტიკებდა პრემიერ მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს, მათი საერთო პარტიული კუთვნილების მიუხედავად, დაწერა: „იერიხო რაკეტა! განკითხვის დღის იარაღი! ეს ჩემი აზრია. ღმერთმა ყველა ჩვენგანი დაიფაროს. მხოლოდ აფეთქება, რომელიც შეარყევს ახლო აღმოსავლეთს, აღადგენს ამ ქვეყნის ღირსებას, ძალასა და უსაფრთხოებას. მე მოგიწოდებთ, გააკეთოთ ყველაფერი და უშიშრად გამოიყენოთ განკითხვის დღის იარაღი ჩვენი მტრების წინააღმდეგ.”- წერს ის

Jericho არის ზოგადი სახელი, რომელიც მიენიჭა ბალისტიკური რაკეტების ოჯახს, რომელიც პირველად შეიქმნა ისრაელის მიერ 1960-იან წლებში.

ისრაელის სამხედრო არსენალი ვრცელია და მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა ფლობს ბირთვული იარაღის მნიშვნელოვან რაოდენობას 1960-იანი წლებიდან მოყოლებული, მტრულ ზონაში მდებარე პატარა ქვეყანას ოფიციალურად არასოდეს დაუდასტურებია თავისი ბირთვული ძალა.

ტერორისტული თავდასხმების შემდეგ პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ დაუყოვნებლივ გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და დაჰპირდა „სასტიკ შურისძიებას“ ისრაელზე თავდამსხმელებს, რაც მისი ქვეყნის გამარჯვებით დასრულდება.

ისრაელის თავდაცვის ძალებმა დაიწყეს ჰამასის ძირითადი უბნების დაბომბვა ღაზას სექტორში და გაფრთხილებები გასცეს ზოგიერთ რეგიონში მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ორშაბათს დილით საპასუხო შეტევების ტალღის დაწყებამდე.

ოთხშაბათს დილით, ღაზაზე თავდასხმების მორიგი ტალღა დაიწყო. ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა განაცხადა, რომ მან “მოხსნა ყველა შეზღუდვა” ჯარების მიმართ ჰამასის წინააღმდეგ ბრძოლაში.

„ჰამასს სურდა ცვლილება და ის მიიღებს ამას. ის, რაც ღაზაში იყო, აღარ იქნება“, – თქვა მან ჯარისკაცებთან საუბრისას ღაზას გალავნის მახლობლად.

ისრაელის სამხედროები აცხადებენ, რომ ასიათასობით ჯარისკაცი იმყოფება ღაზას საზღვრის მახლობლად და მზად არის შეასრულოს ის მისია, რომელიც მათ აკისრიათ.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *