იანის ვარდის: მამაჩემი ცდილობდა რომ თავის თავს დამამსგავსოს
იანის ვარდის: მამაჩემი ცდილობდა რომ თავის თავს დამამსგავსოს
“ის ძალიან უცხო იყო, ვფიქრობ, მეც მისთვის უცხო ვიყავი” – განაცხადა მან.
პარასკევს საღამოს იანის ვარდისი ჰარის ვართაკურისთან ერთად “სტუდია 4”-ში იმყოფებოდა.
მუსიკოსმა სხვა საკითხებთან ერთად ისაუბრა მამაზე, ანტონის ვარდისზე.

კერძოდ, იანის ვარდისმა გაამხილა: „მამაჩემი უკეთ გავიცანი 19 წლიდან და შემდეგ. 19 წლამდე მას ვხედავდი, სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე, როცა მინდოდა და როცა შეეძლო სამსახურის გამო. ასე რომ, მე მასთან კონტაქტი რამდენიმე შაბათ-კვირას ან რამდენიმე სამუშაო დღეებში მქონდა და ისიც ძალიან მცირე ხნით. რა თქმა უნდა, ვგრძნობდი, რომ მეტი კონტაქტი მინდოდა, რომ ეს არ იყო საკმარისი და ძალიან ცოტა იყო.“
„მისი მხრიდანაც ვგრძნობდი, რომ ამ კონტაქტით არ ტკბებოდა, ანუ მისი გონება სხვაგან იყო. ეს იყო მისი სამსახური? მისი პირადი ურთიერთობა? ზოგადად მარტო რომ იყო? ძალიან სავარაუდოა.” – თქვა მომღერალმა

ასევე გააგრძელა: „19 წლის ვიყავი, როცა მასთან გადავედი საცხოვრებლად და ვფიქრობ, რომ პირველი წლები ძალიან რთული იყო. ის ჩემთვის ძალიან უცხო იყო, ვფიქრობ, მეც უცხო ვიყავი მისთვის. ის ყოველთვის ფიქრობდა, რომ ჩვენ ძალიან ვგავართ ერთმანეთს როგორც პერსონაჟები, რაც იმას ნიშნავს, რომ რაღაც საერთო გვაქვს, მაგრამ არ ვართ ერთი და იგივე პიროვნებები, ამიტომ მაქსიმალურად ცდილობდა თავისი მეთოდებით, რომლებიც საკმაოდ მკაცრი და მომთხოვნი იყო, რომ ყველაფერი მოემოქმედა იმისთვის რომ მას მაქსიმალურად დავმგვანებოდი. ჩვენს შორის რამდენიმე დაპირისპირება მოხდა. მე არ ვიყავი როგორც ბავშვი, ის რომელიც საერთოდ არ დაგიგდებდა ყურს, მე ყურს ვუგდებდი, ის უბრალოდ ცდილობდა კიდევ უფრო მეტად დამკვიდრებას ჩემსში. მანაც არ იცოდა მამის როლი, არ იცოდა როგორ გამხდარიყო მამა.“

„ასე გავიდა 2 წელი და რაღაც მომენტში დამიძახა და მითხრა: „მე ძალიან ბევრი ნაკლის მქონე ადამიანი ვარ, დიდი შეცდომაა, ის რომ ვცდილობ ჩემს თავს დაგამგვანო, შენ თავისუფალი ხარ. ეს დიდებული სიტყვები იყო. მე არაფერი გამიკეთებია, არ ვიცი, შეიძლება დამოუკიდებლად დაფიქრდა ან ვინმესთან განიხილა. ზოგადად არ იყო ისეთი ადამიანი, რომ რამე ჰაერში ეთქვა, აუცილებლად ეს ბევრი გონებრივი დამუშავების შედეგი იყო. იმ მომენტიდან ჩვენი ურთიერთობა სხვა როტაციაში შევიდა და ჰარმონიული იყო. ეს წარმოუდგენელი იყო.” – დასძინა იანის ვარდიმ.
