Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
მსოფლიოსაზოგადოება

იტალია: გლოვა წარმოუდგენელი ტრაგედიის გამო-გარდაცვლილია 21 ადამიანი

იტალია გლოვობს ვენეციაში მომხდარი საშინელი ტრაგედიის გამო, რა დროსაც სამგზავრო ავტობუსი ხიდიდან გადავარდა და 21 ადამიანი დაიღუპა.

ტრაგიკული შემთხვევა ორშაბათს ღამით მოხდა. ავტობუსის მძღოლმა ჯერ კიდევ გაურკვეველი მიზეზების გამო დაკარგა სატრანსპორტო საშუალების მართვის კონტროლი და ხიდის ქვეშ გამავალ ელექტრო სარკინიგზო კაბელებზე დაეცა. ამტობუსს მაშინვე ცეცხლი გაუჩნდა, რის შედეგადადაც ტრაგიკულად დაიღუპა 21 ადამიანი და მძიმედ დაშავდა 18, მათგან 4 საავადმყოფოში კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება.

იტალიური მედიის ცნობით, აბტობუსს უკრაინელი, გერმანელი, ხორვატი და ფრანგი ტურისტები ვენეციის მახლობლად მდებარე ბანაკში გადაჰყავდა.

მძღოლი, 40 წლის იტალიელი, შვიდწლიანი პროფესიული გამოცდილებით, როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, სიტუაციის გაკონტროლებას ცდილობდა, მაგრამ ავტობუსის გადავარდნის თავიდან აცილება ვერ შეძლო.

ადგილზე მობილიზებული იყვნენ მეხანძრეები და პირველადი სამედიცინო დახმარების ჯგუფები. დაშავებულებს შორის სულ მცირე ორი ბავშვია.

იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრის მატეო პიადენდოცის განმარტებით, ავტობუსს ბუნებრივი აირის ძრავა ჰქონდა და მანძილი, რომელიც აშორებდა ხიდს ლიანდაგიდან, სადაც ავტობუსი დაეცა, 30 მეტრი იყო.

ვენეციის მერმა ლუიჯი ბრუნარომ დღევანდელი დღე, ოთხშაბათი გლოვის დღედ გამოაცხადა.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *