Latest news
საბერძნეთის ადვოკატთა ასოციაციების დირექტორატი: უნდა დაისაჯოს ევროპის პროკურატურის მუშაობის ხელის შე... როგორც ნაგავი ისე მოისროლეს - აცხადებს 19 წლის მირტოს დედა ხაიდარი: სკოლის აივნიდან 13 წლის მოსწავლე გადავარდა და მძიმედ დაშავდა მირტოს Airbnb-იდან გაყვანის კადრების წაშლასთან დაკავშირებით ბინის მეპატრონე განცხადებას აკეთებს ლიოსიონ: არ მადარდებს ჩემი შვილის ბედი, დაშავებულის მდგომარეობას განვიცდი - აცხადებს 16 წლის მოტოციკ... კალიფსო ძლიერი და ჯანმრთელი ზღვას დაუბრუნდა სიმშვიდის საათების დროს ხმაურის გამოწვევა ჯარიმით ისჯება პავლოს ევანგელოპულოს: არასდროს მინდოდა ქორწილი და არც ეხლა შევიცვლი აზრს ენდომეტრიოზი: რას უნდა მიაქციონ ყურადღება ქალებმა საგზაო წესები, რომელთა დარღვევასაც მართვის მოწმობის ჩამორთმევამდე მივყავართ
ოთხშაბათი, აპრილი 22, 2026
საბერძნეთი

იუნესკო: ზაგორი მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში

ზაგორი-საბერძნეთის კულტურული ფასეულობა, ქვეყნის უახლესი კულტურული მემკვიდრეობის შესანიშნავი ნიმუში პირველად იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობისკატალოგშია რეგისტრირებული. იუნესკოს სიაში დღემდე არსებული  ყველა ბერძნული ღირსშესანიშნაობა განეკუთვნებოდა მხოლოდ ანტიკურ ან ბიზანტიურ პერიოდს – ხაზს უსვამს კულტურის მინისტრი აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაში.
“საერთაშორისო ორგანიზაციამ აღიარა ზაგოროხორის არქიტექტურის გამორჩეული უნივერსალური ღირებულება, როგორც ბიზანტიური არქიტექტურის გადარჩენისა და ურთიერთქმედების შესანიშნავი მაგალითი. აღიარა ქონების ავთენტურობა და მთლიანობა, კომპონენტები, რომლებიც აუცილებელია მისი მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შესატანად“- დასძენს ლინა მენდონი და მადლობა გადაუხადა მათ, ვინც წვლილი შეიტანა ნომინაციის შედგენაში და მხარი დაუჭირა მთელ პროექტს.

განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი და ვულოცავ მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტში ჩვენი დელეგაციის წევრებს, რომლებმაც აიღეს ნომინაციის მხარდაჭერის ტვირთი. ჩვენი დელეგაციის ხელმძღვანელი, ელჩი და საბერძნეთის მუდმივი წარმომადგენელი იუნესკოში მარია დიამანდოპულო, ჩვენი ექსპერტთა გუნდის ხელმძღვანელი სიძველეთა საპატიო დირექტორი დოქტორი ევგენია გერუსი, ჩვენი ეროვნული წარმომადგენელი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლებში კონსტანტინა ბენისი და საპატიო წარმომადგენელი ვასილიკი დიმიტროპულო.

“ზაგორის რეგისტრაცია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში, რიადში მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 46-ე სესიის კონტექსტში, არის ჩვენი ქვეყნის მოწვევა და ვალდებულება, შევინარჩუნოთ და დავიცვათ ხელუხლებლად ეს მემკვიდრეობა, რომელმაც დღეიდან გლობალური მნიშვნელობა შეიძინა “-აღნიშნავს კულტურის მინისტრი.
ზაგოროქსოია

 

ზაგოროქსორია-ქსენოდოქსიო

 

ზაგორი__1_
Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *