Latest news
როდის შეძლებს საბერძეთის მოსახლეობა შემდეგი 3 დღიანი უქმეს გამოყენებას სალონიკი: კორპუსის მაცხოვრებლები ერთ-ერთ ბინაში Airbnb-ის გაკეთებას ეწინააღმდეგებიან კატო ტითორეა: ბანკის მძარველებს დანაშაულის ადგილიდან მიმალვის მცდელობისას მოპარული თანხა ჩანთიდან ამ... რატომ უარყოფდა ხალხი ასპირინს  13 მაისს საჯარო მოხელეები იფიცებიან აუდიტთა კომიტეტმა პარლამენტარების ქონებრივი დეკლარაცია გამოაქვეყნა რეპეტიცია ზაფხულისთვის: ტემპერატურა 30 გრადუსამდე მოიმატებს დღეიდან 12 მაისის ჩათვლით ტემპერატურა 34 გრადუსამდე მოიმატებს ნასვამმა კაცმა ბარში ცეცხლი გახსნა ავლონა: რა ხდება არასრულწლოვნების ციხეებში: დანაშაულის ფენომენი და ჩვენებები
სამშაბათი, მაისი 12, 2026
საბერძნეთიდღესასწაულები

იცით თუ არა რატომ აღვნიშნავთ დედის დღეს

იცით თუ არა რატომ აღვნიშნავთ დედის დღეს

დედის დღეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებულად აღნიშნავენ. განსხვავებულია მისი აღნიშვნის თარიღებიც. უმეტეს ქვეყნებში აღნიშვნა მარტში და მაისში ხდება. ამ დღეს ყველა ქვეყანაში თავისი ისტორია და ტრადიციები გააჩნია, თუმცა საერთო არის ის, რომ დედას ყველგან პატივს სცემენ და ულოცავენ კიდეც ამ დღეს ერთნაირად — ლექსებით, მისალოცი ბარათებით და საჩუქრებით.

საქართველოში „დედის დღე“ საოჯახო დღესასწაულია. მისი მიზანია განსაკუთრებით გაუსვას ხაზი ჩვენს ცხოვრებაში დედის მნიშვნელობას, მხარი დაუჭიროს ქალის მიმართ ფაქიზი მოპყრობის ტრადიციას და გაამყაროს ოჯახის ინსტიტუტი. თუმცა „დედის დღის” სამშობლოდ შეერთებული შტატებია მიჩნეული. ამ დღის აღნიშვნის პირველი მცდელობა 1972 წელს იყო. აქტივისტმა ჯულია უორდსმა გამოთქვა სურვილი, ყოფილიყო ისეთი დღესასწაული, რომელიც გააერთიანებდა ყველა დედას მშვიდობისთვის ბრძოლაში. მან საამისოდ არაერთი აქცია მოაწყო, მაგრამ უსაფუძვლოდ. მხოლოდ მოგვიანებით, 1907 წელს, მოქალაქე ანა ჯავისმა, რომელიც ითვლება ამ დღის ერთ-ერთ ფუძემდებლად, დაიწყო ოფიციალური წერილების მიწერა ჩინოვნიკებისთვის, რომ აუცილებელი იყო დედის დღის დაწესება. მისი მცდელობები წარმატებით 1910 წელს დასრულდა და ვირჯინიის შტატში ოფიციალურად პირველად აღნიშნეს დედის დღე. ოთხ წელიწადში კი ის უკვე ოფიციალურად მიიღეს და მას მერე დღესასწაულს აღნიშნავენ ყოველი წლის მაისის მეორე კვირა დღეს. დედის დღეს ამერიკაში დიდი ენთუზიაზმით აღნიშნავენ. ადამიანები განსაკუთრებით აფასებენ და ხაზს უსვამენ მათ ცხოვრებაში დედის აუცილებლობას და მადლობას უხდიან მათ უანგარო, უპირობო სიყვარულისა და მხარდაჭერისთვის. დედის დღე ამერიკაში შობისა და ვალენტინობის შემდეგ ყველაზე დიდ დღესასწაულად ითვლება. ამ დროს სატელეფონო ხაზები გადატვირთულია, საბარათე გაყიდვები პიკს აღწევს და რესტორნები სრული დატვირთვით მუშაობენ. დედის დღის ტრადიციები ძირითადად მოიცავს საუზმეს საწოლში, ყვავილების თაიგულს, ღია ბარათებს ან საჩუქარს, და ვახშამზე დაპატიჟებას.

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *