Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთისამართალი

იცით თუ არა, რომ დეკრეტით სარგებლობა მამებსაც შეუძლიათ

იცით თუ არა, რომ დეკრეტით სარგებლობა მამებსაც შეუძლიათ

საბერძნეთში 2021 წელს გატარებულმა  შრომის კოდექსში, მნიშვნელოვნად გააძლიერა ახალი მშობლების უფლებები. კანონის მიხედვით, ყველა დასაქმებულ მამას ბავშვის დაბადების დღიდან ეკუთვნის 14 სამუშაო დღიანი ანაზღაურებადი დეკრეტი.

დეკრეტში გასვლა შეუძლიათ როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორში დასაქმებულებს. დეკრეტში გასვლა არ არის დამოკიდებული სამუშაო სტაჟზე ან ოჯახურ მდგომარეობაზე.

მამებს შეუძლიათ შვებულება გამოიყენონ:

  • 2 დღე ბავშვის დაბადებამდე და დარჩენილი 12 დღე დაბადებიდან 30 დღის განმავლობაში,
  • ან მთელი 14 დღე ბავშვის დაბადების შემდეგ.

კანონი ასევე ვრცელდება შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შემთხვევებზე, თუ ბავშვი 8 წლამდე ასაკისაა.

აღსანიშნავია, რომ დეკრეტით სარგებლობის გამო თანამშრომლის გათავისუფლება ან მისი დისკრიმინაცია აკრძალულია. კანონი მშობლების დაცვის დამატებით მექანიზმებსაც ითვალისწინებს.

თუ ახალშობილი დაბადების შემდეგ საავადმყოფოში რჩება, შვებულების ნაწილი ან მთლიანად დეკრეტი შეიძლება მოგვიანებით, ბავშვის გაწერის შემდეგ გამოიყენონ, რათა მამამ შეძლოს ბავშვის მოვლა და ემოციური კავშირის გაძლიერება.

კანონი ასევე ითვალისწინებს:

  • 4-თვიან დეკრეტს,
  • ე.წ “მომვლელის” შვებულებას,
  • გადაუდებელი მიზეზით სამუშაოდან დროებით გათავისუფლების უფლებას,
  • მოქნილ სამუშაო გრაფიკსა და დისტანციური მუშაობის მოთხოვნის შესაძლებლობას.

საბერძნეთის ხელისუფლების განცხადებით, ეს ცვლილებები მიზნად ისახავს პროფესიულ და პირად ცხოვრებას შორის ბალანსის გაუმჯობესებას და ოჯახების მხარდაჭერას.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *