Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
ჯანმრთელობასაბერძნეთი

იცით თუ არა, რომ ვარჯიში პირდაპირ კავშირშია მშვიდ ძილთან?

იცით თუ არა, რომ ვარჯიში პირდაპირ კავშირშია მშვიდ ძილთან?

ვარჯიში ჯანსაღ ძილთან ასოცირდება. ცნობილია, რომ რეგულარული ფიზიკური დატვირთვა ძილის ხარისხსა და ხანგრძლივობაზე დადებით გავლენას ახდენს. ერთ-ერთმა კვლევამ ცხადყო, რომ 6 თვის განმავლობაში კვირაში 150 წუთით ვარჯიში ინსომნიის სიმპტომებს ამცირებს, ხოლო დეპრესიასა და შფოთვას ამსუბუქებს. ყველაზე კარგ შედეგს მაშინ მიიღებთ, თუ მსგავსი აქტივობისთვის დროს დილაობით გამოყოფთ.

თუმცა ვარჯიშთან ერთად მნიშვნელოვანია ძილის რუტინაც. ძილის რუტინა უმნიშვნელოვანესია არა მხოლოდ ინსომნიის მქონე ადამიანებისთვის, არამედ ყველასთვის. ეცადეთ, ერთსა და იმავე დროს დაიძინოთ, დაახლოებით 30 წუთის შუალედში. ეს იმას ნიშნავს, რომ არც ზედმეტად ადრე უნდა დაწვეთ და არც ძალიან გვიან, რადგან ეს თქვენი სხეულის ცირკადულ რიტმს დაარღვევს. ამ მხრივ არასამუშაო დღეები გამონაკლისი არაა. ბევრი ადამიანი, უძილო საათების ანაზღაურების მიზნით, უქმეებზე ჩვეულებრივზე გვიან იღვიძებს, რაც სინამდვილეში უშედეგოა.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *