Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
Uncategorizedსაბერძნეთი

კავალა: დაუჯერებელი ავტოსაგზაო შემთხვევა – ავტომანქანა 20 მეტრის სიმაღლიდან დაეცა სახლის ეზოში

კავალა: დაუჯერებელი ავტოსაგზაო შემთხვევა – ავტომანქანა 20 მეტრის სიმაღლიდან დაეცა სახლის ეზოში

ორშაბათს გამთენიისას დაუჯერებელი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა კავალში როცა ავტომანქანა 20 მეტრის სიმაღლიდან დაეცა საცხოვრებელი სახლის ეზოში.

უბედური შემთხვევა ირაკლიცაში მოხდა. კავალა-ნეა პერამოსის გზაზე მიმავალი ავტომანქანა გზიდან გადავიდა, ამოტრიალდა და გზის მახლობლად მდებარე სახლის ეზოში აღმოჩნდა.

სახლის მეპატრონეები შემზარავმა ხმამ გააღვიძა. 

Proininews-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. სახლის ეზოსა და მანქანას მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი მიადგა, თუმცა არც მანქანის მგზავრები და არც სახლის მაცხოვრებლები არ დაშავებულან. 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *