Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
Uncategorizedსაბერძნეთი

კალაბაკა: რამ გამოიწვია ხანძარი სასტუმროში

კალაბაკა: რამ გამოიწვია ხანძარი სასტუმროში

თუ რამ გამოიწვია ტრაგიკული შედეგის დადგომა შეკითხვას სახანძრო სამსახური გასცემს პასუხს. 

გუშინ საღამოს, პროკურორის მიერ დანიშნული ექსპერტის თანდასწრებით სახანძრო სამსახურის წარმომადგენლებმა სასტუმროს ტერიტორია გამოიკვლიეს, სადაც განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია შენობის პირველმა სართულმა, საიდანაც ხანძარი გაჩნდა. 

გამოძიების შედეგად წამოსული პირველი ვარაუდის საფუძველზე ცეცხლი პირველ სართულზე მდებარე კონდიციონერს გაუჩნდა მოკლე ჩართვის გამო. თუმცა ეს ვარაუდი არ გამყარდება მანამ, სანამ არ შემოწმდება უმნიშვნელო წვრილმანიც კი.

ხანძარი შენობას მალევე მოედო სასტუმროში დიდი რაოდენობით ფარდებისა და სხვადასხვა ხის მასალით დამზადებული ავეჯის არსებობის გამო, რამაც საფრთხეში ჩააგდო უამრავი ადამიანის სიცოცხლე.

პირველადი გამოძიების თანახმად დადგინდა, რომ სასტუმროში არ მუშაობდა ცენტრალური გათბობის სისტემა, სწორედ ამიტომ იყენებდნენ გასათბობად კონდიციონერებს. 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *