Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

კალამატა: 76 წლის კაცმა როტვეილერისგან თავის გადასარჩენად პოლიციელებს სთხოვა ძაღლისთვის ესროლათ

კალამატა: 76 წლის კაცმა როტვეილერისგან თავის გადასარჩენად პოლიციელებს სთხოვა ძაღლისთვის ესროლათ

პარასკევს შუადღეს სოფელ აღიოს ფლოროსში 76 წლის კაცს როტვეილერი დაესხა თავს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად სასწრაფო დახმარების ბრიგადამ მოხუცებულის სახლში შესვლა ვერ შეძლო, რადგან ძალღი ძალიან აგრესიული იყო. სწორედ ამიტომ გამოიძახეს პოლიცია, რათა მათი დახმარებით შესულიყვნენ სახლში მოხუცისთვის სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად.

დაშავებული მოხუცებული პოლიციელებს ეხვეწებოდა ძაღლისთვის ესროლათ, რადგან მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა. სამწუხაროდ აღნიშნული უკიდურესი ზომის გატარება გახდა საჭირო ტრამვირებული კაცის გადასარჩენად, რადგან პოლიციამ და სასწრაფო დახმარების ბრიგადამ სხვა გზებით ვერ მოახერხეს ძაღლის უსაფრთხო სივრცეში გადაყვანა. 

მოხუცებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კალამატას გენერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. 

ექიმები აცხადებენ რომ კაცს ხელის არეში აქვს ჭრილობები მიყენებული.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *