Latest news
Taste Atlas: პლაკის გიგანტები მსოფლიოში საუკეთესო კერძების ათეულში მოხვდა იერუსალიმის საპატრიარქოში აღდგომის აღნიშვნა წმინდა მიწაზე შექმნილი კრიზისის გამო შეზღუდულია კარისტიანუ: მცირედი ნდობაც კი არ მაქვს საბერძნეთი სასამართლო სისტემის მიმართ პედიონ ტუ არეოსში Woof ფესტივალის მეორე დღე იმართება 200 წლისთავი მესოლონგიდან გმირული გასვლის შემდეგ - მიცოტაკისი და ტასულასი მაღაზიები მომხმარებლებს დღეს ჩვეულ რეჟიმში მოემსახურებიან ტაბლეტი თუ ლეპტოპი - როგორ ავირჩიოთ ჩვენთვის შესაფერისი გაჯეტი ბზობის ბრწყინვალე დღესასწაული მოაშორეთ თქვენი ბინძური ხელები დიპლომებს და ახალგაზრდებს - რას აპროტესტებენ სტუდენტები საბერძნეთში მოძრავი ავტომანქანების ნახევარს გადაადგილება აეკრძალება
კვირა, აპრილი 5, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

კალა ნერადან მიმავალ მანქანას საქარე მინაზე უეცრად გველი დაეცა

კალა ნერადან მიმავალ მანქანას საქარე მინაზე უეცრად გველი დაეცა

ენით აღუწერელი სტრესი მიიღო მძღოლმა ვოლოსში, როცა კალა ნერადან ანალიფსეოს ქუჩაზე მიმავალ მანქანას მოულოდნელად საქარე მინაზე გველი დაეცა.

thenewspaper.gr.-თან საუბრისას სპეც სამსახურის უფროსმა, ვასილის ილიოპულოსმა განაცხადა, რომ გველმა მანქანის მექანიზმში იპოვა თავშესაფარი და მოტორის ამოქმედებისას ზედაპირზე ამოცოცდა.

შეშინებულმა მძღოლმა ავტომანქანა გააჩერა და სახანძრო სამსახურში დარეკა. მაშველევმა ძირფესვიანად გაჩხრიკეს მანქანა, თუმცა ქვეწარმავლის პოვნა ვერ შეძლეს. ივარაურება, რომ გველი ისევ ავტომანქანის შიდა ნაწილებში ჩაიმალა.

“მიუხედავად მრავალგზის მცდელობისა და იმისა, რომ ორჯერ მოხდა გველის დაფიქსირება, ვერ შევძელით მისი ამოყვანა, რადგან რთულარ მისადგომ ნაწილშია დაბუდებული.”

მაშინ, როცა ავტომანქანის მძღოლმა და ვ.ილიოპულოსმა დანებება გადაწყვიტეს გველი ისევ ამოძვრა ზედაპირზე და სწორედ მაშინ შეძლეს მისი იზოლირება.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *