Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთი

მიწისძვრა ატალანტში: ტრაგანაში მეწყერი ჩამოწვა

მთელი ლოკრიდა, ფთიოტიდა და მიმდებარე პრეფექტურები დააზარალა 4,8 რიხტერის სიმძლავრის მიწისძვრამ , რომელიც დღეს, შუადღისას მოხდა ეგზარქოსსა და ატალანტს  შორის .

ადგილობრივი საფეხბურთო კლუბის, აგროტის ტრაგანას პრეზიდენტის, პადელის კამოსის თქმით, ის  საფეხბურთო მოედანზე იმყოფებოდა,  რა დროსაც მიწისძვრის შედეგად მთის ფერდობიდან მეწყერი ჩამოწვა და კლდის ნატეხები ჩამოიშალა.

მოსახლეობა  ძლიერი ბიძგების განმეორების  შიშით სანაპიროზე ჩავიდა.

„ მეძინა და ძლიერმა ბიძგებმა  გამაღვიძა, გუგუნის ხმა მომესმა, რომელიც  4-5 წამის მანძილზე ისმოდა, შემდეგ კი გავიგონე სახლებიდან გარეთ გამოსული მეზობლების ხმები და მივხვდი, რომ მიწისძვრა მოხდა.

არავინ დაშავებულა, ხალხი უბრალოდ პანიკაში ჩავარდა და ქუჩაში გამოვიდა, შემდეგ კი განმეორებითი ბიძგების შიშით ყველანი სანაპიროზე ჩავედით”- ამბობს ადგილობრივი მაცხოვრებელი.

სახანძრო სამსახური უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს პატრულირებას და   მზადყოფნაშია ფთიოტიდაში, ბეოტიასა და ფოკიდაში.

ამ დრომდე შენობების სერიოზული დაზიანება არ არის დაფიქსირებული და სახანძრო სამსახურს ევაკუაციის შესახებ გამოძახება არ მიუღია.

 

 

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *