Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთიკრიმინალი

კარდიცა: დააკავეს 17 წლის ბიჭი, რომელსაც ბრალად 51 წლის მომღერლის მკვლელობა ედება

კარდიცა: დააკავეს 17 წლის ბიჭი, რომელსაც ბრალად 51 წლის მომღერლის მკვლელობა ედება

ელვის სისწრაფით ვითარდება მოვლენები კარდიცაში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით.

პოლიციამ დააკავა 17 წლის ბიჭი, რომელმაც აღიარა, რომ ბრალი მიუძღვის მომღერლის მკვლელობაში. სამართალდამცავი ორგანოები ეძებენ მეორე პირსაც, რომელიც ვიდეოში 17 წლის ბიჭთან ერთად გარბის. 

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად მკვლელობის დღეს მომღერალი 22 მარტს დაკავებული კაცის სახლში ქალთან შესახვედრად მივიდა, საიდანაც 17 და 18 წლის ახალგაზრდებს დაუკავშირდა და მისთვის კოკაინის მიტანა სთხოვა.

როდესაც ახალგაზრდები ადგილზე მივიდნენ მომღერალმა უთხრა რომ ფული არ ჰქონდა და სწორედ ეს გახდა მათ შორის დაწყებული ჩხუბის გამომწვევი მიზეზი, რომლის დროსაც ახალგაზრდებიდან ერთ-ერთმა დანა ამოიღო და მომღერალს სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. ჩხუბის შემსწრე იყო ქალიც, რომელსაც შეეშინდა და გაიქცა. 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *