კარისტიანუ: ტერმინი ფემიციდი ქალებს მოწყვლად ჯგუფას წარმოაჩენს
კარისტიანუ: ტერმინი ფემიციდი ქალებს მოწყვლად ჯგუფას წარმოაჩენს
პოლიტიკური პარტია “Ελπίδα για τη Δημοκρατία” (დემოკრატიის იმედი)-ს ლიდერმა, მარია კარისტიანუმ განაცხადა, რომ ტერმინი “ფემიციდი” გენდერული თანასწორობის საკითხს კიდევ უფრო ამძიმებს და ქალებს ავტომატურად მოწყვლად ჯგუფად წარმოაჩენს.
ტელეკომპანია Mega-ს ეთერში მან აღნიშნა, რომ ადამიანის სიცოცხლის ღირებულება თანაბარია, განურჩევლად სქესის, ასაკის ან ეროვნებისა, ამიტომ მკვლელობა ყველა შემთხვევაში ერთნაირად მძიმე დანაშაულია.
კარისტიანუს თქმით, ქალების მიმართ ძალადობა საზოგადოების ძველი და ღრმა პრობლემაა, თუმცა თავად ტერმინი „ფემიციდი“ აძლიერებს ქალისა და მამაკაცის დაპირისპირების განცდას და ქალს „სუსტ სქესად“ წარმოაჩენს.
მისი განცხადებით, ქალები არ უნდა განიხილებოდნენ სუსტ ჯგუფად და საზოგადოება უნდა გადავიდეს ისეთ მოდელზე, სადაც ყველა მოქალაქე თანასწორად აღიქმება. მან ასევე აღნიშნა, რომ მსგავსი დანაშაულები ხშირად დაკავშირებულია აკვიატებასთან, საკუთრების განცდასთან და ძალადობრივ დამოკიდებულებასთან და არა მხოლოდ ფიზიკურ ძალასთან.
კარისტიანუს პოზიციამ საზოგადოებაში განსხვავებული შეფასებები გამოიწვია, რადგან ტერმინი „ფემიციდი“ ხშირად გამოიყენება ქალების წინააღმდეგ გენდერული მოტივით ჩადენილი მკვლელობების აღსანიშნავად.
