Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთიმსოფლიო

კარლო აკუტისის დღეს ვატიკანი წმინდანად შერაცხავს

კარლო აკუტისის დღეს ვატიკანი წმინდანად შერაცხავს

იტალიელ მოზარდს, რომელიც 2006 წელს ლეიკემიით გარდაიცვალა, ვატიკანი დღეს წმინდანად შერაცხავს.

ცერემონია, რომის პაპის ლეო XIV-ს გადაწყვეტილებით, წმინდა პეტრეს მოედანზე გაიმართება. 

აკუტისი 15 წლის ასაკში გარდაიცვალა, თუმცა ის ჯერ კიდევ სიცოცხლეში გახდა ცნობილი და მას “ღმერთის ინფლუენსერად” მოიხსენიებდნენ.

მოზარდი ქმნიდა ვებსაიტებს სკოლის სამრევლოსთვის და შექმნა ონლაინ-პორტალი ქრისტიანულ სასწაულებზე.

კათოლიკური ტრადიციის მიხედვით, წმინდანად შერაცხვისთვის აუცილებელია მინიმუმ ორი სასწაულის აღიარება, რომელიც კანდიდატის სახელს უკავშირდება.

პირველი შემთხვევა, რომელსაც მოზარდის სასწაულს მიაწერენ, 2013 წელს, ბრაზილიაში მოხდა – პანკრეასის დაავადების მქონე ბავშვი განიკურნა მას შემდეგ, რაც მისი გადარჩენისთვის ახლობლებმა აკუტისის სახელზე ილოცეს.

რაც შეეხება მეორე შემთხვევას, 2022 წელს, იტალიაში, 21 წლის კოსტარიკელმა ქალმა, ველოსიპედიდან ვარდნის შედეგად თავის მძიმე ტრავმა მიიღო. თუმცა, როგორც მისი ოჯახის წევრები ამბობენ, მას შემდეგ, რაც დედამისმა აკუტისის საფლავზე ილოცა, ახალგაზრდა ქალის მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესდა, მან იმავე დღეს, დამოუკიდებლად დაიწყო სუნთქვა, ხელოვნური აპარატის გარეშე. ათი დღის შემდეგ კი საავადმყოფოდან გაწერეს.

სწორედ ეს ორი შემთხვევა სცნო ვატიკანმა სასწაულად, რაც მოზარდის წმინდანად შერაცხვის საფუძველი გახდა.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *