Latest news
დასავლეთ ნილოსის ვირუსი: სიმპტომები - მსუბუქი ფორმიდან ენცეფალიტამდე ბურდუმის: ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ფილმის სანახავად არ მოვიდა ტინოსი: ღვთისმშობლის ხატის საზეიმო მსვლელობა უნდა ინერვიულონ თუ არა ავტომანქანების მფლობელებმა, რომლებსაც ელექტრომობილები არ ჰყავთ კოზანელი ოსტატის ხელნაკეთი გიტარები მსოფლიოს მასშტაბით იყიდება საბერძნეთი დღეს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს 15 აგვისტოსთან დაკავშირებული ტრადიციები კუნძულებზე Marfin-ის საქმეში ბრალდებული 46 წლის ქალის ადვოკატმა წინასწარი პატიმრობის გადაწყვეტილება გაასაჩივრა სანტორინსა და ნაქსოსზე რესტორნები და ტურისტული ობიექტები დარღვევების გამო დაჯარიმდნენ  საბერძნეთი: ადვოკატთა ასოციაცია აცხადებს, რომ კერძო იურიდიული სკოლების შექმნას საერთო გეგმა და ხანგრ...
ორშაბათი, აგვისტო 17, 2026
საბერძნეთი

კასტრი: მძარცველმა, რომელიც თავს ელექტრიკოსად ასაღებდა, მოხუც ქალს 200 000 ევრო მოპარა

ძარცვის უჩვეულო შემთხვევა მოხდა პარასკევს შუადღისას, კასტრში, კერკირას ქუჩაზე.

ახალგაზრდა თაღლითი მოხუც ქალს როგორც ΔΕΗ-ის თანამშრომელი გამოეცხადა და სახლში შესვლის შემდეგ ფული და ძვირფასეულობა მოიპარა.

მწვანე კომბინეზონში ჩაცმულმა მძარცველმა თავაზიანად უთხრა ქალს, რომ ის არის ელექტროტექნიკოსი და აქვს ბრძანება მის ბინაში ელექტროგაყვანილობა შეამოწმოს.

ხანშიშესულმა ქალმა დაუჯერა და  კარი გააღო, “ელექტრიკოსი” მაშინვე გადამრთველთან მივიდა, დროდადრო კი ბრძანებებს იძლეოდა და სხვადასხვა საბაბით აიძულებდა ქალს აივანზე გასულიყო.

ამ ხნის განმავლობაში, მან ბინის კარი გაუღო თანამზრახველს, რომელმაც დაუბრკოლებლად შეძლო ბინაში მისაღები ოთახისა და საძინებლების ჩხრეკა და მალე იპოვა ოთახში, სამალავში შენახული ფული და ძვირფასეულობა.

როდესაც  მეპატრონე აივნიდან მისაღებში დაბრუნდა დამნაშავე, რომელიც თანამზრახველთან ერთად სახლიდან გავიდა, ვეღარსად იპოვა.

მოხუცი ქალი მაშინვე შევიდა საძინებლებში და დაინახა გადმოყრილი ნივთები, ხოლო  ბიბლიოთეკაში შესვლისას აღმოაჩინა, რომ ფული და ოქრო იქ აღარ იყო.

მან გამოიძახა პოლიცია და აღწერა თავდამსხმელის მახასიათებლები,  თუმცა პოლიციამ  ჯერჯერობით მის  კვალს ვერ მიაგნო.

ბინიდან წაღებულია  დაახლოებით 200 000 ევრო ფულადი თანხის და ოქროს ნივთების სახით.

 

 

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *