Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
Uncategorized

კატო ტითორეა: ბანკის მძარველებს დანაშაულის ადგილიდან მიმალვის მცდელობისას მოპარული თანხა ჩანთიდან ამოეყარათ

კატო ტითორეა: ბანკის მძარველებს დანაშაულის ადგილიდან მიმალვის მცდელობისას მოპარული თანხა ჩანთიდან ამოეყარათ

კატო ტითორეაში მდებარე ბანკიდან მძარცველებმა 200 000 ევრო გაიტანეს, თუმცა დანაშაულის ადგილიდან მიმალვის მცდელობისას თანხის ნაწილი ჩანთიდან ამოუვარდათ.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ბანკში დილის 10 საათზე 3 შეიარაღებული პირი შევიდა. მძარცველებს დაფარული ჰქონდათ სახე. დიდი რაოდენობით თანხის მითვისების შემდეგ დამნაშავეები ადგილიდან ავტომანქანით მიიმალნენ, თუმცა სოც.მედიაში გავრცელებული ფოტოსურათების თანახმად, მათ ავტომანქანამდე მისვლამდე თანხის ნაწილი ქუჩაში დატოვეს. როგორც ჩანს სიჩქარეში მძარცველებმა ჩანთის შეკვრა ვერ მოასწრეს და სწორედ ეს გახდა “დანაკარგის” გამომწვევი მიზეზი. 

ფოტოსურათებში ჩანს, თუ როგორც მიემართებიან შეიარაღებული მძარცველები მანქანისკენ და როგორ ცვივა ფული ჩანთიდან. 

მოწმეები აცხადებენ, რომ პოლიციამ შემთხვევის ადგილზე მისვლა ძალიან დააგვიანა.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *