Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
დღესასწაულებისაბერძნეთი

კერკერაზე ბზობის აღსანიშნავად აღლუმი გაიმართა. 

კერკერაზე ბზობის აღსანიშნავად აღლუმი გაიმართა. 

დილის 11:00 საათზე ტრადიციულად კუნძულ კერკირაზე სადღესასწაულო ლიტანიობა ტარდება წმინდა სპირიდონ ტრიუმიფუნტელის სახელობის დღესთან დაკავშირებით, აღნიშნული ლიტანიობა 1630 წლიდან ტარდება და ეძღვნება წმინდანის მიერ კუნძულის მოსახლეობის სასიკვდილო ჭირის ეპიდემიისგან განთავისუფლების აღსანიშნავად, რომელმაც 1629 წელს კერკირას მოსახლეობა თითქმის სრულიად გაანადგურა. 

წირვას მსვლელობა მოჰყვება რომელიც მიმდინარეობს ვენეციური კედლების ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე. 

ტურისტებს და ადგილობრივ მოსახლეობას წმინდა  სპირიდონ ტრიმიფუნტელის  უხრწნელი სხეულის მონახულება მძიმე კვირის სამშაბათამდე შეუძლიათ.

შეგახსენებთ, რომ წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის უხრწნელმა სხეულმა, რომელიც კუნძულ კერკირის უდიდეს სიწმინდეს წარმოადგენს, მრავალჯერ იხსნა კუნძული სხვადასხვა განსაცდელებისგან. კუნძული კერკირა იყო საბერძნეთში ერთადერთი ტერიტორია, რომელიც თურქებმა ვერ დაიპყრეს. წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის სხეული თბილია და მუდმივად 36.6 ტემპერატურას ინარჩუნებს. მისი უხრწნელი სხეული ყოველთვის იწვევდა მართლმადიდებელი და არამართლმადიდებელი ფიზიოლოგების გაოცებასა და აღტაცებას.  წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელს ოქრომკედით ნაქარგ აბრეშუმის ფაჩუჩებს აცმევენ, რომელსაც წელიწადში 3-4-ჯერ უცვლიან, რადგანაც გაცვეთილი ხვდებათ ხოლმე.  წმინდანის ფაჩუჩებს მორწმუნე მრევლში ანაწილებენ.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *