Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
კრიმინალისაბერძნეთი

კერკირა: 69 წლის კაცის მკვლელობის დეტალები ვრცელდება – ცოლი ალკოჰოლიკი იყო, ქმარი ხშირად ურტყამდა ხოლმე – აცხადებენ მოწმეები

კერკირა: 69 წლის კაცის მკვლელობის დეტალები ვრცელდება – ცოლი ალკოჰოლიკი იყო, ქმარი ხშირად ურტყამდა ხოლმე – აცხადებენ მოწმეები

2021 წლიდან საქმის კურსში იყვნენ კერკირას სამართალდამცავი ორგანოები 49 წლის ქალისა და 60 წლის აწ უკვე გარდაცვლილის ოჯახში არსებულ ძალადობრივ გარემოსთან დაკავშირებით. კერძოდ, ბავშვთა დაცვის არასამთავრობო ორგანიზაციას «Χαμόγελο του Παιδιού»-ს ორჯერ ჰყავდა გაფრთხილებული პოლიცია წყვილის 11 წლის შვილზე ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით.

შაბათს სწორედ 11 წლის გოგონამ იპოვა მოკლული მამა სახლში და დარეკა პოლიციაში: “მამა ცოტახნის წინ დაბრუნდა სახლში და ახლა ლოგინში დაჩეხილი წევს. გონება აქვს დაკარგული.” – ეს იყო გოგონას პირველი სიტყვები პოლიციის თანამშრომლებთან საუბრის დაწყებისას. 

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად 69 წლის კაცი სისხლისგან დაიცალა. 

ტელემაუწყებელ ΜEGA-ს ინტერვიუ მისცა ოჯახის მეგობარმა: “ჩხუბობდნენ და ხშირად ფიზიკურადაც უსწორდებოდა ცოლს. მთელი სხეული ჩაშავებული და სისხლჩაქცევებით ჰქონდა სავსე. ძალიან ბევრს სვამდა, დარწმუნებული ვარ ალკოჰოლიკი იყო. გონების დაკარგვამდე სვამდა.”

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *