Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთიჯანმრთელობა

კვების მნიშვნელობა სირბილის მოყვარულთათვის

კვების მნიშვნელობა სირბილის მოყვარულთათვის

კვება სირბილის წინ, მნიშვნელოვნად დამოკიდებულია იმაზე, თუ როდის აპირებთ ვარჯიშს, რამდენი ხანი და რამდენად ინტენსიურად. თუ სირბილს დილით აპირებთ,  მაშინ კვება ამ რეჟიმის შესაბამისად უნდა დაგეგმოთ, ისე რომ ერთის მხრივ თავი საკმარისად ენერგიულად იგრძნოთ, მეორეს მხრივ კი, სირბილის დროს ამან არ გამოიწვიოს დისკომფორტი, სიმძიმის შეგრძნება და  სპაზმები კუჭის არეში.

თეორიულად, არა აქვს მნიშვნელობა სირბილის წინ ჭამას, თუ თქვენ მუდმივად იცავთ ჯანმრთელ დიეტას და სათანადოდ შეავსეთ გლიკოგენის მარაგი თქვენი წინა ვარჯიშის შემდეგ. ფაქტია, რომ ენერგიის ძირითადი მარაგის წყარო, რომელსაც თქვენი ორგანიზმი ვარჯიშის დროს საწვავის სახით ხარჯავს, ორგანიზმში შენახული გლიკოგენია და არა ის საკვები, რომელიც თქვენ სირბილის წინ მიიღეთ. ადამიანების უმეტესობას საკმარისი რაოდენობის გლიკოგენის მარაგი გააჩნია, იმისათვის, რომ შეძლოს 90 წუთი მაღალი ინტენსივობის ვარჯიში ან რამდენიმე საათი საშუალო ინტენსივობის ვარჯიში. ასე რომ, თუ თავს კარგად გრძნობთ მშიერ კუჭზე მოკლე დისტანციაზე სირბილის დროს, პრობლემა არაა და შეგიძლიათ ასე ივარჯიშოთ. თუმცა არ დაგავიწყდეთ, ვარჯიშის დაწყებამდე პერიოდში 0,3-0,5 ლიტრი წყლის მიღება.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *