Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთი

კვიპროსზე ძველ, მიტოვებულ სასტუმროში დამალული ხელყუმბარები აღმოაჩინეს

კვიპროსზე, რკინიგზის სადგურის მახლობლად მდებარე ძველ, მიტოვებულ სამსართულიან სასტუმრო “ვასილიკოში”, რომლის რეკონსტრუქციაც მიმდინარეობს, სამუშაოების შესრულების დროს მუშებმა  ხელყუმბარები იპოვეს.

ჯგუფმა, რომელიც სამუშაოებს ასრულებდა ხელყუმბარები ძველი კამოდის უჯრაში ჩალაგებული იპოვა და სასწრაფოდ პოლიციას აცნობა.

შემთხვევის ადგილზე მისულმა ტრიფილიის პოლიციის დეპარტამენტის  თანამშრომლებმა შენობის ევაკუაცია მოახდინეს, ტერიტორია შემოსაზღვრეს და სამხედრო ექსპერტები გამოიძახეს. გამოძიება ჩაატარეს ფეთქებადი სახმელეთო ნაღმების განადგურების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა.

პიროტექნიკოსთა ჯგუფმა დაადგინა, რომ ეს არის ძველი სტილის ყუმბარები, რომლებიც, სავარაუდოდ, უცნობმა პირმა სასტუმროს დახურვის შემდეგ გადმოტვირთა.

აღმოჩენილი ფეთქებადი მასალა სამხედრო ბანაკში, უსაფრთხო ადგილზე იქნა გადატანილი სადაც მათი კონტროლირებადი განეიტრალება მოხდება.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *