Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთიბუნებრივი მოვლენები

კვირიდან ტემპერატურა ისევ რადიკალურად მოიმატებს

კვირიდან ტემპერატურა ისევ რადიკალურად მოიმატებს

10 ივლისიდან ტემპერატურამ საგრძნობლად იკლო და პირველივე დღესვე უკვე 10 გრადუსიანი სხვაობა გვაჩვენა წინა დღეებთან შედარებით.

მეტეოროლოგი გიორგოს ცატრაფილიასის მიერ გაკეთებული ამინდის პროგნოზი ნამდვილად გამართლდა, და 12 ივლისის ჩათვლით საბერძნეთის მოსახლეობას სიცხის ტალღისგან ამოსუნთქვის შესაძლებლობა მიეცა: “10 ივლისიდან 12 ივლისის ჩათვლით ტემპერატურის მაქსიმალური მაჩვენებელი 32-33 გრადუსი იქნება.” 

თუმცა საღამოს გრილი ნიავით ტკბობას საბერძნეთის მოსახლეობა დიდხანს ვერ შეძლებს, რადგან კვირიდან, 13 ივლისიდან საბერძნეთს ახალი სიცხის ტალღა გადაუვლის, რომელიც მთელ კვირას გასტანს და პიკს პარასკევს, 18 ივლისს მიაღწევს, როცა ბარომეტრის მაჩვენებელი ისევ 40 გრადუსს გადააჭარბებს. 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *