Latest news
აკილამ ათენში კონცერტი გამართა პროკურორმა ΟΠΕΚΕΠΕ-ს ყოფილი ხელმძღვანელების დამნაშავედ ცნობა მოითხოვა საბერძნეთი: სალონიკში მმართველი პარტიის წარმომადგენლების სახლებზე თავდასხმას ხელისუფლება ტერორისტულ ... საბერძნეთი: ჭარბი წონის საწინააღმდეგო მედიკამენტების უფასოდ გაცემის პროგრამა დასრულდა ნავპლიოს ძველი საბაჟო საბერძნეთის კულტურის სამინისტროს ახალ დაწესებულებას უმასპინძლებს Mymarket-ი მომხმარებლებს პროდუქტის წარმოშობის შემოწმების შესაძლებლობას აძლევს სალონიკი: 20 წლის გოგოს რუტინული ოპერაციის პროცესში მძიმე დამწვრობა მიაყენეს პეტრალონა: ათენის მუნიციპალიტეტი ჩამონგრეული კორპუსის მაცხოვრებლებს 3 000 ევროს ოდენობის დახმარებას ... საბერძნეთი: ტემპერატურამ 38 გრადუსს მიაღწია ერმუ ელექტროენერგიის გარეშე დარჩა
პარასკევი, ივლისი 3, 2026
საბერძნეთი

კვირიდან 5 დღიანი უამინდობის ტალღა-ყურადღების ეპიცენტრშია თესალია…

ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის ხელმძღვანელის თოდორის კოლიდასის Twitter-ის საშუალებით გაკეთებული განცხადების მიხედვით ორშაბათიდან მოსალოდნელია ამინდის მკვეთრი გაუარესება.

კლიმატური ეფექტი ორშაბათიდან დაიწყება ძირითადად თესალიის დასავლეთით, ხოლო სამშაბათს და ოთხშაბათს დანარჩენ რეგიონებში- აღნიშნავს ბატონი კოლიდასი თავის პოსტში.

ამინდის მოსალოდნელი  გაუარესების შესახებ ისაუბრა ასევე მეტეოროლოგმა კლეარხოს მარუსაკისმა წინა დღეებში, რომელიც ამავდროულად აფრთხილებდა თესალიის დაზარალებულ რაიონებს მოსალოდნელი წყალდიდობის შესახებ თავის დროზე რასაც მისი მისამართით მეტეოროლოგებისგან „ცეცხლი“ მოჰყვა, თუმცა, როგორც ჩანს, ამჯერად ქვეყანას უამინდობის ახალი ტალღა სულ მცირე, ხუთი დღის განმავლობაში მალე დაატყდება თავს, რომელიც სავარაუდოდ კვირას დაიწყება.

ფაქტობრივად, როგორც მან აღნიშნა, უახლესი საპროგნოზო მონაცემები აჩვენებს წყლის დიდ მოცულობას თესალიის ტერიტორიაზეც. ”სამწუხაროდ, ამჯერადაც როგორც ჩანს, მოსალოდნელი უხვი ნალექის გამო თესალია ყურადღების ცენტრში იქნება, თუმცა არა იმ დონეზე, როგორც კლიმატური ფენომენი “დანიელი”-ს შემთხვევაში. ორშაბათს შუადღიდან, სამშაბათს და  ოთხშაბათს დიდი მოცულობის ნალექია მოსალოდნელი თესალიის მიდამოებში, განსაკუთრებით დასავლეთ და ჩრდილოეთ ნაწილებში, რასაც სათანადო ყურადღება უნდა მიექცეს”- განაცხადა მან.

მარუსაკის თქმით, ახალი უამინდობა ჩრდილოეთ იონიის ზღვიდან დაიწყება და დაზარალდება ცენტრალური მაკედონიაც. შემდეგ ნელ-ნელა ფენომენის შეზღუდვა დაიწყება თესალიიდან და უფრო სამხრეთით. მან ასევე აღნიშნა, რომ უამინდობის ახალი ტალღა მოიტანს შედარებით დიდ წვიმას და ლამიის რეგიონს, ისევე როგორც პელოპონესს განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება…

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *