Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთიმსოფლიო

კვლევებზე დაყრდნობით ჰაერის დაბინძურების გამო მსოფლიოში ყოველ წელს 1 მილიონი ადამიანი იღუპება

კვლევებზე დაყრდნობით ჰაერის დაბინძურების გამო მსოფლიოში ყოველ წელს 1 მილიონი ადამიანი იღუპება

“მსოფლიოში ყოველწლიურად მილიონზე მეტი ადამიანი იღუპება ჰაერის დაბინძურების ზემოქმედების გამო”, ვკითხულობთ ჟურნალში The Lancet Planetary Health, სადაც არსებული კვლევა გამოქვეყნდა. ნახევარზე მეტი პროცენტული მაჩვენებელი აღმოსავლეთ აზიაში ფიქსირდება ხოლო ევროპაში სიკვდილიანობის 12% მოდის.

ავსტრალიაში მონაშის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებულმა კვლევამ შეისწავლა PM 2.5 ნაწილაკებით დაბინძურების დონე და სიკვდილიანობა მსოფლიოს 13000-ზე მეტ ქალაქში და დაბაში რომელიც მიმდინარეობდა ორი ათწლეულის განმავლობაში 2019 წლამდე. რის შედეგადაც დადგინდა რომ დაბინძურებულ ატმოსფეროში ცხოვრება მთელ მსოფლიოში ყოველწლიურად მილიონზე მეტ ნაადრევ სიკვდილს იწვევს და რათქმაუნდა სიკვდილიანობის მეხუთედზე მეტი დიდ ქალაქებში აღინიშნება. 

აზიაში გლობალური სიკვდილიანობის დაახლოებით 65.2% მოდის, აფრიკაში 17%, ევროპა  მესამე ადგილზეა და 12.1%-ს ვხედავთ კვლევის თანახმად, ამერიკაში კი 5.6%.  

კვლევიდან ნათლად ჩანს რომ ძალიან მძიმე მდგომარეობაა აღმოსავლეთ და სამხრეთ აზიასა და დასავლეთ აფრიკის მჭიდროდ დასახლებულ, დაბინძურებულ რეგიონებში.

აღსანიშნავია, რომ ავსტრალიის ზოგიერთ რეგიონში შეინიშნა სიკვდილიანობის შემცირება. თუმცა მისი მაჩვენებელი მალევე გაიზარდა 2019 წელს 0,56%-დამ  0,76%-მდე, რაც ყველაზე დიდი ზრდაა ნებისმიერ სხვა ქვერეგიონთან შედარებით. მკვლევარების აზრით ამ ფენომენის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი 2019 წელს მომხდარი ხანძარი შეიძლება იყოს.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *