Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთიპოლიტიკა

კირიაკოს მიცოტაკისი მემკვიდრეობითი სამართლის ცვლილებებთან დაკავშრებულ კანონპროექტზე კომენტარს აკეთებს

კირიაკოს მიცოტაკისი მემკვიდრეობითი სამართლის ცვლილებებთან დაკავშრებულ კანონპროექტზე კომენტარს აკეთებს

მინისტრთა საბჭომ მხარი დაუჭირა „ფლორიდის კანონპროექტში“ მემკვიდრეობის შესახებ  დებულებების ცვლილებებს მათი პირველი ამოქმედებიდან 80 წლის შემდეგ, სამშაბათს კი იუსტიციის სამინისტროს პოლიტიკური ხელმძღვანელობა წარადგენს კანონპროექტის ყველა დებულებას, რომელიც ადაპტირდება ტრანსფორმირებულ საოჯახო ურთიერთობებთან და თანამედროვე სოციალურ ცვლილებებთან, როგორიცაა თანაცხოვრების ხელშეკრულება და ერთსქესიანთა ქორწინება.

მინისტრთა ბოლო საბჭოზე, პრემიერ-მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა, იუსტიციის მინისტრ ღიორღოს ფლორიდისის მიერ წარდგენილი მემკვიდრეობით სამართალში რადიკალური ცვლილებების შესახებ კანონპროექტის დებულებების განხილვისას, აღნიშნა, რომ მოქმედ საკანონმდებლო ჩარჩოში ამჟამად არსებული დებულებები შესაძლოა მორგებული იყო იმჟამინდელ სამართლებრივ ურთიერთობებს, მაგრამ საზოგადოებრივ ცვლილებებთან ერთად საჭიროა რეგულაციების ცვლილებაც.

საბერძნეთის პრემიერ მინისტრმა განაცხადა, რომ მემკვიდრეობით სამართალში შესული ცვლილებები სრულიად შეცვლის პრაქტიკას, რომლის მიხედვითაც ხშირ შემთხვევაში მემკვიდრეებს არ ეძლევათ შესაძლებლობა გამოიყენონ ქონება გარკვეულ მიზეზთა გამო.

აღნიშნულ კანონპროეტს სამშაბათს, 2 დეკემბერს წარადგენენ ღეორღოს ფლორიდისი, მისი მოადგილე იანნის ბურღასი და იურისტი აპოსტოლოს ღეორღადისი. 

საუბარია ხელნაწერი ანდერძისთვის იურიდიული ძალის კითხვისნიშნის ქვეშ დაყენებაზეც. რაც ნიშნავს იმას, რომ მამკვიდრებლის მიერ ნოტარიუსის გარეშე შედგენილი ხელნაწერი ანდერძი არ წარმოშობს იურიდიულ შედეგებს მანამ, სანამ არ იქნება აღიარებული მთავარ ანდერძად და მასში მოხსენიებული პირები არ არიან პირველი ხაზის მემკვიდრეები და ნათესავები. ასევე დაკარგავს იურიდიულ ძალას თუ ანდერძი გამოქვეყნდება გარდაცვალებიდან 2 წლის შემდეგ მემკვიდრეობის მიმღები პირის სტატუსისდა მიუხედავად.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *