Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთიმსოფლიო

კირიაკოს მიცოტაკის: და რატომაც არა ემილი საბერძნეთში?! 

კირიაკოს მიცოტაკის: და რატომაც არა ემილი საბერძნეთში?! 

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი ცნობილი სერიალის Emily in Paris-ის მიმართ განსაკუთრებულ ინტერესს გამოხატავს. 

ტელემაუწყებელ Alpha-ზე საუბრისას კირიაკოს მიცოტაკისმა  Emily in Paris-ის ახალი სეზონის საბერძნეთში გადაღების შესაძლებლობა ღიად დატოვა და განაცხადა, რომ ეს ქვეყანაში მსხვილი საერთაშორისო მწარმოებლების მოზიდვას შეუწყობს ხელს.

პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ თავისუფალ დროს აღნიშნული სერიალის ყურებით ირთობს თავს: “ემილი პარიზში და რატომ არა ემილი ათენში?! რა იცით.. იქნებ სერიალის მე-6 სეზონი სწორედ საბერძნეთში გადაიღონ. ეს ყველაფერი შემთხვევით არ ხდება, ჩვენც მცირე წვლილი შეგვაქვს, ან ფინანსური წახალისებით, ანდაც პირადი ურთიერთობებით, რადგან გვსურს, საერთაშორისო პლატფორმებზე ვნახოთ მეტი ბერძნული ან საერთაშორისო სერიალი, რომელიც საბერძნეთს გაუწევს რეკლამირებას.”

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *