Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საზოგადოებასაბერძნეთი

კიფსელი: რატომ დაიკეტა მოხუცებულთა თავშესაფარი 

კიფსელი: რატომ დაიკეტა მოხუცებულთა თავშესაფარი 

ათენის მუნიციპალიტეტმა კიფსელზე მდებარე მოხუცებულთა თავშესაფრის დაკეტვის განკარგულება გასცა.

ინსპექტორები თავშესაფრის დათვალიერებისას შემსწრნენი გახდნენ უკიდურესად მძიმე სანიტარული პირობებისა, რომლებშიც ხანდაზმულებს უწევდათ ცხოვრება. შენობას აღენიშებოდა სახიფათო ბზარები, ოთახებში იდგა მძიმე სუნი, მოხუცებულების საძინებლებში ჭუჭყიანი თეთრეული, დაბინძურებული საპირფარეშოები და საერთო ოთახები.

აღნიშნულ თავშესაფარში მოხუცებულები საათების განმავლობაში რჩებოდნენ უყურადღებოდ, ყოველგვარი ჰიგიენური პირობების შექმნისა და მედიკამენტების დროულად მიწოდების გარეშე.

შემოწმების დროს დადგინდა, რომ თანამშრომლები უკვე თვეებია მუშაობენ გასამრჯელოს გარეშე. 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *