Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთი

კლიმატური ფენომენი: შუადღემდე ადგილობრივი ძლიერი წვიმა და ელჭექი – ზღვებზე ქარით

ხუთშაბათი, 7 სექტემბერი. დღეისათვის, ძირითადად ცენტრალურ და სამხრეთ კონტინენტურ ნაწილებში მოსალოდნელია ძლიერი წვიმა და შტორმი, რომელიც შუადღის შემდეგ თანდათან შესუსტდება და მნიშვნელოვნად შეიზღუდება. ზემოქმედება ძლიერი იქნება შუადღემდე თესალიაში (მაგნეზია, კარდიცა), სპორადებში, ცენტრალურ საბერძნეთში (ფთიოტიდა, ევრიტანია და ადგილობრივად ვიოტიაში), აღმოსავლეთ პელოპონესზე (არგოლიდი, აღმოსავლეთ არკადია) თანმხლები ინტენსიური ელექტრული აქტივობით. პელოპონესის აღმოსავლეთ ნაწილებში ადგილობრივი სეტყვაა მოსალოდნელი.

ტემპერატურა ჩრდილოეთ საბერძნეთში 20-დან 31 გრადუსამდე იქნება (დასავლეთ მაკედონიაში 12-დან 22 გრადუსამდე), ცენტრალურ და სამხრეთ საბერძნეთში 18-დან 30 გრადუსამდე, დასავლეთ საბერძნეთში 20-დან 29 გრადუსამდე (ეპირში 18-დან 22 გრადუსამდე). 22-დან 30 გრადუსამდე ციკლადებში და 35 გრადუსამდე კრეტაზე, 20-დან 34 გრადუსამდე აღმოსავლეთ ეგეოსისა და დოდეკანესის კუნძულებზე.

იქროლებს ეგეოსის ზღვაში ჩრდილო, ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულებებიდან ზომიერი 5-6, ხოლო კითერის ზღვაში თითქმის ქარიშხალი 7 ბაფორტი, გარდა დოდეკანესისა, სადაც იქნება ცვალებადი მიმართულების მსუბუქი ქარი. იონში იქროლებს ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულების ზომიერი 4-5, ლოკალურად ცენტრალურ იონსა და კორინთის ყურეში ძლიერი ქარი 6-7 ბაფორტი.

ატიკაში გვექნება დროებით მომატებული ღრუბლიანობა ადგილობრივი წვიმებით ან დროებითი შტორმი ძირითადად დასავლეთ და ჩრდილოეთ ნაწილებში. ტემპერატურა 23-დან 30 გრადუსამდე იქნება, ჩრდილოეთით და აღმოსავლეთით 2-3 გრადუსით დაიკლებს. იქროლებს ჩრდილო, ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულების ზომიერი 4-5 ბოფორტი სიძლიერის ქარი, ხოლო ადგილობრივად აღმოსავლეთისა და სამხრეთის ზომიერი 6 ბოფორტი.

სალონიკში დროებით მომატებული ღრუბლიანობა, ადგილობრივი წვიმებით ან დროებითი შტორმით, მაგრამ ასევე ეტაპობრივი გაუმჯობესება.

ჰაერის ტემპერატურა 21-დან 29 გრადუსამდე იქნება. თერმაიკოსში იქროლებს ქარი ჩრდილოეთიდან, თითქმის ზომიერი 3-4 ბოფორტი სიძლიერის.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *