კორიდალო: საწყობში ხანძარი გაჩნდა
კორიდალო: საწყობში ხანძარი გაჩნდა
დღეს გამთენიისას კორიდალოში, ტაქსიარხონის ქუჩაზე მდებარე საწყობში ხანძარი გაჩნდა.
სახანძრო-სამაშველო ბრიგადა გამთენიის 03:15 საათზე გამოიძახეს. ხანძრის ჩასაქრობად მუშაობდა 15 მეხანძრე 4 სახანძრო მანქანით.
ცეცხლისგან გამოწვეული კვამლისგან თავის დასაცავად აღნიშნული კორპუსის მაცხოვრებლები გარეთ გამოვიდნენ.
ხანძრის ჩასაქრობად ამ დრომდე მუშაობენ.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად არ არსებობს ცეცხლის დიდ ტერიტორიაზე გავრცელების საფრთხე.
Facebook Comments Box
