Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთიკრიმინალი

კორინთო: თავდამსხმელი, რომელმაც 38 წლის კაცი დაჭრა, მიიმალა

კორინთო: თავდამსხმელი, რომელმაც 38 წლის კაცი დაჭრა, მიიმალა

სისხლიან შელაპარაკებაში მონაწილის ვინაობა, რომელმაც 38 წლის კაცს მარცხენა ხელის არეში ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა, პოლიციისთვის უკვე ცნობილია.

ჩხუბი თავდამსხმელსა და რამდენიმე ადამიანს შორის კვირას გამთენიის 05:00 საათისკენ მოხდა კალამიაში მდებარე ერთ-ერთ ბარში. გასროლის შემდეგ თავდამსხმელი ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ შეძლო მისი ვინაობის დადგენა, თუმცა ის ამ დრომდე ძებნაშია. 

სამართალდამცავი ორგანოები აკეთებენ ყველაფერს რათა შეძლონ მისი დროულად დაკავება.

დაშავებული კორინთოს საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას პირველადი სამედიცინო დახმარება გაუწიეს. ექიმების განცხადების თანახმად მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 

ბრალდებულის წინააღმდეგ საქმე აღიძრა სხეულის მძიმე დაზიანების მიყენებისა და იარაღის უკანონო ტარების მუხლით.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *