Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთიდღესასწაულები

კრეტა: მთამსვლელებმა აღდგომა კუნძულის ყველაზე მაღალ წერტილზე აღნიშნეს

კრეტა: მთამსვლელებმა აღდგომა კუნძულის ყველაზე მაღალ წერტილზე აღნიშნეს

კუნძულ კრეტაზე აღდგომა მზიანი ამინდის ფონზე აღნიშნეს. კარგი ამიდნით ისარგებლა მოხალისე მთამსვლელების ჯგუფმაც და გადაწყვიტა დღესასწაული კუნძულის ყველაზე მაღალ წერტილში, ფსილორიტიზე აღენიშნა.

ჯგუფი კრეტას უმაღლეს მწვერვალზე, “ტიმიოს სტავროსზე” აღმოჩნდა. 

ზღვის დონიდან 2456 მეტრის სიმაღლეზე მდებარე წმინდა ჯვრის სამლოცველოსკენ მთამსვლელები სპეციალური აღჭურვილობით გაემგზავრნენ და კარგი ამინდის პირობებში შეძლეს იდეალურად და შეუფერხებლად გაეარათ გზა. 

საბოლოო დანიშნულების ადგილი თოვლით დაფარული სამლოცველო იყო, სადაც ჯგუფის წევრებმა ერთმანეთს მიულოცეს აღდგომა და წითელი კვერცხები გატეხეს.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *