Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთიUncategorized

კრეტა: შემზარავი ავტოკატასტროფის შედეგად დაშავებული 23 წლის ახალგაზრდა რეანიმაციაში გადარჩენისთვის იბრძვის

კრეტა: შემზარავი ავტოკატასტროფის შედეგად დაშავებული 23 წლის ახალგაზრდა რეანიმაციაში გადარჩენისთვის იბრძვის

შაბათს დილით შემზარავი ავარია დაფიქსირდა კუნძულ კრეტაზე, ფინიკიაში.

უბედური შემთხვევის შედეგად 2 პირი დაშავდა, რომელთაგან ერთ-ერთს მიყენებული აქვს დაზიანებები გულმკერდის არეში და მთელ სხეულზე აღენიშნება დამწვრობები.

ავარია დილის 11:00 საათზე მოხდა ირინისა და ფილიას ქუჩაზე. მანქანების ძლიერი შეჯახების შედეგად ერთ-ერთ მანქანას ცეცხლი გაუჩნდა. 

შემთხვევის ადგილზე გამოცხადდა 4 სახანძრო მანქანა და 12 მეხანძრე, რომლებმაც მოახერხეს ცეცხლის ჩაქრობა არამხოლოდ გზაზე, არამედ გზის მიმდებარე ტერიტორიაზეც. ცეცხლი უკვე დაბალ, გამხმარ ბალახზე იყო მოდებული.

სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ორივე დაშავებული გადაიყვანა საავადმყოფოში, რომელთაგანაც 23 წლის ბიჭი რეანიმაციაში განათავსეს, ხოლო 37 წლის მგზავრს კი მსუბუქი დაზიანებები აქვს მიყენებული და არ საჭიროებს ექიმების მუდმივ მეთვალყურეობას. 

საგზაო პოლიცია იძიებს ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევ მიზეზებს.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *