Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთიUncategorized

კრეტა: 53 წლის კაცი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას დაშავდა

კრეტა: 53 წლის კაცი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას დაშავდა

დღეს შუადღეს კუნძულ კრეტაზე, ირაკლიოში, მალევიზუს მუნიციპალიტეტში მდებარე სასტუმროს თანამშრომელი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას დაშავდა.

ტელემაუწყებელი ΕΡΤ-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად უბედური შემთხვევა 11:00 საათის შემდეგ, მონონავტის სანაპიროსთან ახლოს მოხდა. 53 წლის კაცი სასტუმროს აუზს წმენდდა, როცა მოულოდნელად, გამოძიებისთვის ამ დრომდე დაუდგენელ მიზეზთა გამო, 7 მეტრის სიღრმის ჩიხში გადავარდა.

დაშავებული ჩიხიდან მეხანძრეებმა ამოიყვანეს და სასწრაფო დახმარების ბრიგადას გადასცეს საავადმყოფოში გადასაყვანად. 

ექიმები აცხადებენ, რომ პაციენტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *