Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთი

კრიტი: ირაკლიოს აეროპორტის თანამშრომლები კონდიცირების არარსებობის გამო სამუშაოს შეწყვეტით იმუქრებოდნენ

კრიტზე, ირაკლიოში, ნიკოს კაზანძაკის სახელობის  აეროპორტის თანამშრომლებს ამ ზაფხულს საკმაოდ ექსტრემალურ პირობებში  მოუწიათ მუშაობა კონდიცირების  არარსებობის გამო.

ვითარება, როგორც ჩანს, კრიტიკულ წერტილამდე მივიდა, რადგან პერსონალმა პროტესტის  უკიდურეს ზომას მიმართა და  სამუშაოს შეწყვეტით იმუქრებოდა, რის შედეგადაც კომპეტენტური ორგანოები სასწრაფოდ ჩაერივნენ პრობლემის აღმოსაფხვრელად.

აეროპორტის თანამშრომლები აცხადებდნენ, რომ ზაფხულის მაღალ ტემპერატურაზე კონდიციონერების არარსებობა აუტანელ პირობებს ქმნის ყოველდღიური სამუშაოს შესასრულებლად.

კვირას დილით, პერსონალის ერთობლივი გადაწყვეტილებით, გაგზავნილი იქნა ულტიმატუმი შესაბამის სამსახურთან მოთხოვნით, რომ თუ კონდიცირების საკითხი დაუყოვნებლივ არ მოგვარდებოდა ისინი შეაჩერებდნენ სამუშაო პროცესს. როგორც ჩანს, ამ საფრთხეს მყისიერი შედეგი მოჰყვა.

ულტიმატუმის წაყენების შემდეგ ნახევარ საათზე ნაკლებ დროში “ნიკოს კაზანძაკის” აეროპორტის კონდიცირების სისტემამ მუშაობა დაიწყო და შესაბამისად არა მხოლოდ თანამშრომლებმა გამოხატეს კმაყოფილება პრობლემის მყისიერად მოგვარებით და პირობების გაუმჯობესებით, არამედ აეროპორტში მყოფმა მგზავრებმაც.

როგორც ჩანს, პროტესტის უკიდურესმა ფორმამ გახსნა დიალოგი აეროპორტის მენეჯმენტსა და მუშაკებს შორის, იმ იმედით, რომ განხორციელდება საჭირო გაუმჯობესება ჯანსაღი და უსაფრთხო სამუშაო პირობების უზრუნველსაყოფად.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *