Latest news
ძლიერი წვიმის ამსახველი კადრები აკროპოლისიდან  საბერძნეთი ოლიმპოს მთის UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეყვანას ცდილობს როგორ გარდაიქმნება მატარებლების დამუხრუჭება ელ.ენერგიად  58 000-ზე მეტი ელვა საბერძნეთის ცაზე 26 ივლისიდან მეტროს მე-3 ხაზის რამდენიმე სადგური დროზე ადრე დაიკეტება ოლიმპოს მთა თოვლმა დაფარა 41 წლის ქალის მკვლელობაში ეჭვმიტანილების დაკითხვამ 3 საათს გასტანა ძლიერი წვიმის გამო საბერძნეთის სახანძრო სამსახურმა 940 გამოძახება მიიღო 70 წლის ასაკში ყოფილი დეპუტატი კვლავ სტუდენტი გახდა ΟΠΕΚΕΠΕ: ღიორღოს ქსილურის სასამართლო პროცესი 2027 წლის თებერვალში ჩაინიშნა
შაბათი, ივლისი 25, 2026
საზოგადოებასაბერძნეთი

კუფონისია: ამერიკელმა ტურისტებმა რესტორანში 500 ევროს ოდენობის ბურბუარი დატოვეს

კუფონისია: ამერიკელმა ტურისტებმა რესტორანში 500 ევროს ოდენობის ბურბუარი დატოვეს

საკმაოდ გულუხვი ბურბუარი დაუტოვეს ამერიკელმა ტურისტებმა კუფონისიას კუნძულის ერთ-ერთი რესტორანის მიმტანებს. 

ტურისტების ქმედებამ არამხოლოდ დაწესებულების თანამშრომლებზე არამედ რესტორნის სხვა სტუმრებზეც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.

8 ამერიკელმა ტურისტმა ჯამში 750 ევროს ოდენობის კერძი შეუკვეთა, ხოლო ანგარიშის გასტუმრებისას კი მიმტანს 1250 ევრო დაუტოვა. 

რესტორნის თანამშრომლებმა აღნიშნეს რომ ადამიანები იშვიათად აფასებენ მათ თავდაუზოგავ შრომას და აღნიშნული ჟესტი ტურისტებისგან საკმაოდ დიდი თავაზიანობისა და პატივისცემის გამომხატველი იყო მათთვის. 

თანამშრომელმა, რომელსაც ბურბუარი დაუტოვეს, გადაცემაში ნიკოს მანესისთან საუბრისას განაცხადა: “ხელში მიჭირავს და არ მჯერა რომ კუპიურა ყალბი არ არის. მომსახურებაზეც არის დამოკიდებული მსგავსი უკუკავშირი, რათქმაუნდა. ასეთი რამ არასდროს მომხდარა ჩემ ცხოვრებაში. ამაღამ არ დამეძინება. რათქმაუნდა ბურბუარი განაწილდება რესტორნის 22 თანამშრომელზე.” 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *