Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთიკრიმინალი

ლამია: არასრულწლოვანმა ჯიხურიდან ჩანთა მოიპარა 

ლამია: არასრულწლოვანმა ჯიხურიდან ჩანთა მოიპარა 

ლამიას ცენტრში მდებარე ერთ-ერთი ჯიხურის თანამშრომელს ჩანთა მოპარეს.

ქურდობის ინციდენტი სამშაბათს, 10 თებერვალს დაფიქსირდა. ადგილობრივი გაზეთის lamiareport.gr-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად 15 წლის ბიჭი ჯიხურში შეიპარა მაშინ, როცა გამყიდველი კლიენტს ემსახურებოდა და მას ჩანთა მოპარა. ჩანთაში გამყიდველას საფულე ედო, ხოლო საფულეში 50 ევრო და ბანკის კარტები.

გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ მოპარული საფულე არასრულწლოვანმა მამამისს მისცა, რომელმაც ბანკის კარტების გამოყენება სცადა და სწორედ მაშინ შეძლო პოლიციამ მათი ადგილმდებარეობის დადგენა. 

პოლიციამ უკვე დააკავა მამა, თუმცა არასრულწლოვანს ამ დრომდე ეძებს.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *