Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
კრიმინალისაბერძნეთი

ლამია: 19 წლის გოგონამ წყვილს უჩივლა მისი დათრობისა და გაუპატიურებისთვის

ლამია: 19 წლის გოგონამ წყვილს უჩივლა მისი დათრობისა და გაუპატიურებისთვის

ორშაბათს შუადღეს, 19 წლის გოგონამ 64 წლის მამაკაცისა და მისი 35 წლის პარტნიორის წინააღმდეგ საჩვარი შეიტანა.

შემთხვევა ლამიაში, პარასკევს მოხდა, როდესაც გოგონას ნაცნობმა აღნიშნა, რომ 35 წლის აწ უკვე ბრალდებულს ჰქონდა ვიდეოკადრები, სადაც 19 წლის გოგონა ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფება და სექსუალურ კავშირს ამყარებს 64 წლის ბრალდებულთან.

19 წლის გოგონას განცხადების თანახმად ორი კვირის წინ ბრალდებულებთან ერთად იმყოფებოდა სახლში, სადაც დიდი რაოდენობით ალკოჰოლი მოიხმარეს. ალკოჰოლის ზემოქმედების შედეგად გოგონას ჩაეძინა და შემდეგ დღეს ჩვეულებრივად, ჩაცმულს გაეღვიძა.

64 წლის მამაკაცის სახლის ჩხრეკის შედეგად პოლიციამ სამი მობილური ტელეფონი ამოიღო, რომლებიც ლაბორატორიული კვლევებისთვის გადაიგზავნა.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *