Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთიკრიმინალი

ლამია: 4 რომას შორის ატეხილმა ჩხუბმა ქალაქის ცენტრში აურზაური გამოიწვია

ლამია: 4 რომას შორის ატეხილმა ჩხუბმა ქალაქის ცენტრში აურზაური გამოიწვია

აურზაური გამოიწვია ქალაქის ცენტრში მომხდარმა შელაპარაკებამ 4 რომას შორის.

 Lamia Report – ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ახალგაზრდებს შორის შელაპარაკება მალევე გადაიზარდა ხელჩართულ ბრძოლაში. ჩხუბის მხარეები არამხოლოდ წიხლებს ურტყამდნენ ერთმანეთს, არამედ ესროდნენ ქვებსაც და ნივთებს, რომლებიც გზად ხვდებოდათ.

პოლიციის მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად ეს არ არის პირველი შემთხვევა როცა აღნიშნული პირები იწვევენ ქალაქში აურზაურს.

“შემეშინდა მანქანა, ან რომელიმე მაღაზიის ვიტრინა არ დაეზიანებინათ, რადგან ხელში მძიმე ნივთები ეჭირათ.” – განაცხადა თვითმხილველმა.

ჩხუბის მონაწილეების დასაკავებლად შემთხვევის ადილზე მალევე გამოცხადდა პოლიცია, თუმცა ახალგაზრდებს ტერიტორია უკვე დატოვებული ჰქონდათ.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *