ლასითი: ავტომანქანა ჩიხში გადავარდა
ლასითი: ავტომანქანა ჩიხში გადავარდა
ავტოსაგზაო შემთხვევამ, რომლის შედეგადაც ავტომანქანა ჩიხში გადავარდა, სამაშველო სამსახურისა და სამართალდამცავი ორგანოების დიდი მობილიზება გამოიწვია.
Cretapost-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად აღიუ ნიკოლაუსა და სიტიას მუნიციპალურ გზაზე მიმავალი ავტომანქანის მძღოლმა გუშინ ღამით, გამოძიებისთვის ამ დრომდე დაუდგენელ მიზეზთა გამო საჭეზე კონტროლი დაკარგა, მანქანა გზიდან გადავიდა და ჩიხში გადავარდა.
პოლიცია გამვლელებმა გამოიძახეს, რომლებიც შემსწრენი გახდნენ ამ ფაქტის.
შემთხვევის ადგილზე გამოცხადდა 4 მეხანძრე და დაუყოვნებლივ დაიწყეს მძღოლის გადასარჩენად სამაშველო მოქმედებები.
დაშავებული 59 წლის ქალია, რომელიც წმინდა ნიკოლოზის სახელობის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ექიმების განცხადების თანახმად მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
