Latest news
ზეფირი: ხანძრის შედეგად გარდაცვლილი 2 მეხანძრის საქმესთან დაკავშირებით პროკურორი 34 წლის ქალსა და მი... ათენის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი აჯანყების 53-ე წლისთავთან დაკავშირებით უნივერსიტეტის ჭიშკარი გაიხს... მიგრანტთა დაბრუნების ცენტრები: ორშაბათს გამოცხადდება ევროკავშირის პირველი არაწევრი ქვეყანა, რომელიც ... „ბავშვის მდგომარეობის დამძიმების მიზეზი მისი მეტაბოლიზმი გახდა“ - აცხადებენ პატიმრობაში მყოფი 4 თვის... დაღუპულ მეხანძრეებს კოლეგებმა წუთიერი დუმილითა და თეთრი ყვავილებით მიაგეს პატივი პოლიტექნიკური უნივერსიტეტი: რატომ მიიღეს უნივერსიტეტის შენობის დაკეტვის გადაწყვეტილება სამშენებლო კოეფიციენტის გაზრდის გეგმას მუნიციპალიტეტების მერები აპროტესტებენ პოლიცია პოლიტექნიკური უნივერსიტეტის აჯანყების წლისთავისთვის გაძლიერებულ მზადყოფნაშია საბერძნეთის სურსათისა და მედიკამენტების ეროვნული ორგანიზაციის თანამშრომელი: „აღმოჩენილი პრეპარატები ... პატრა: ოთხი თვის ჩვილის მშობლებს განზრახ მკვლელობის მცდელობაში ედებათ ბრალი
ორშაბათი, ნოემბერი 16, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

ლეროსის 2 სკოლა საქველმოქმედო ღონისძიებაზე შეგროვებული თანხით განახლდება

ლეროსის 2 სკოლა საქველმოქმედო ღონისძიებაზე შეგროვებული თანხით განახლდება

საბერძნეთში კუნძულ ლეროსზე მდებარე ბელენიოს გიმნაზიასა და ბულაფენტიოს ლიცეუმში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტი ფინანსდება ონასისის ფონდის პრეზიდენტის, ანტონის პაპადიმიტრიუსისა და მისი მეუღლის, აფროდიტი პანაიოტაკუს პირადი შემოწირულობით.

წყვილმა სკოლები სამუშაოების მიმდინარეობის პროცესში მოინახულა. სარემონტო სამუშაოები მოიცავს შენობების ფასადებისა და შიდა სივრცეების განახლებას, საერთო სარგებლობისა და სანიტარული ზონების მოწესრიგებას, სახურავების შეკეთებასა და ჰიდროიზოლაციას.

ლეროსის მერმა, ტიმოთეოს კოტაკისმა, ქველმოქმედებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ინიციატივა მნიშვნელოვნად დაეხმარება კუნძულის ბავშვებსა და მათი მომავლისთვის განვითარებას.

ანტონის პაპადიმიტრიუსმა აღნიშნა, რომ წყვილს ლეროსთან განსაკუთრებული კავშირი აქვს და მათთვის მნიშვნელოვანია კუნძულის ავთენტური ხასიათის შენარჩუნება. მისი თქმით, განვითარება აუცილებელია, თუმცა ის შესაბამის ინფრასტრუქტურასთან ერთად უნდა განხორციელდეს და ლეროსის იდენტობა არ უნდა შეიცვალოს.

აფროდიტი პანაიოტაკუსმა კი ხაზი გაუსვა განათლებისა და კულტურის მნიშვნელობას. მისი განცხადებით, სკოლების განახლება მხოლოდ სამშენებლო სამუშაოებით არ შემოიფარგლება. იგეგმება სკოლებში ხელოვნების ნიმუშების განთავსებაც, მათ შორის ონასისის ფონდისა და თავად წყვილის კოლექციებიდან. ასევე იგეგმება თანამშრომლობა ლეროსის კულტურის სფეროში მოღვაწე ადამიანებთან და ჯგუფებთან.

პანაიოტაკუსის თქმით, პატარა ადგილებში კარგი სკოლების არსებობა ბავშვებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და მათ, ვისაც ამის შესაძლებლობა აქვთ, ვალდებულება აქვთ საზოგადოებას უკან დაუბრუნონ.

ინიციატივის მიზანი მხოლოდ ორი სკოლის ფიზიკური განახლება არ არის, მისი მთავარი იდეაა ლეროსის ბავშვებისთვის უკეთესი საგანმანათლებლო გარემოს შექმნა და კუნძულის კულტურული იდენტობის დაცვა.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *