Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
შოუბიზნესისაბერძნეთი

ლეფტერის პანტაზისმა მიხალის ჰაძიღიანნისთან გაცნობის შესახებ უცნობი ამბავი გაამხილა.

ლეფტერის პანტაზისმა მიხალის ჰაძიღიანნისთან გაცნობის შესახებ უცნობი ამბავი გაამხილა.

გადაცემა “სახლი MEGA-სთან” ეთერში საუბრისას მიხალის ჰაძიღიანნისს სურდა მადლობა გადაეხადა ლეფტერის პანტაზისთვის, რადგან კარიერის პირველ ნაბიჯებზე მის გვერდით იყო. “პირველად ვიგრძენი პანტაზისის კეთილშობილება”, – თქვა მომღერალმა საუბარისას.

თავდაპირველად სიტყვა ლეფტერის პანტაზისმა აიღო, რომელმაც აღწერა, როგორ შეხვდნენ ისინი.

“კვიპროსში ჩავდიოდი და ვმღეროდი, უკან დაბრუნებისას აეროპორტში პატარა, ლამაზი ბავშვის დისკი დავინახე და ვთქვი „ნეტავ კარგად მღერის?“. დისკზე ეწერა “მიხალის ჰაძიღიანნის”. დისკი ავიღე, ათენში ჩამოვედი, დისკის უკან ტელეფონის ნომერი ეწერა, დავრეკე. აიღო რიკ-ის დირექტორმა, რომელთანაც შეხვედრა დავნიშნეთ და მიხალისთან ერთად ჩამოვიდა ათენში”.

ამის შემდეგ მიხალის ჰაძიღიანნისმა თავის მხრივ განაცხადა: “შემდეგ დამირეკა “პოსიდონიოში” ჩემს გვერდით მინდა რომ იმღეროო, მე ჯერ არ მჯეროდა, ჯერ სკოლაში დავდიოდი, სად მიპოვა ამ ადამიანმა- თქო?”. ტელეფონზე რომ ვილაპარაკეთ, არ ვიცი, კვიპროსულად ესმოდა თუ არა, მაგრამ ვუთხარი რომ ყველაფერს თავს დავანებებდი და მასთან წავიდოდი თუნდაც ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე ვიყავი” – დასძინა მიხალის ჰაძიღიანნისმა.

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *