Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საზოგადოებასაბერძნეთი

მამა, მითხარი, რომ ისევ გეყვარები – 5 წლის ბიჭის გულისამაჩუყებელი შეხვედრა მამასთან

მამა, მითხარი, რომ ისევ გეყვარები – 5 წლის ბიჭის გულისამაჩუყებელი შეხვედრა მამასთან

24 ივნისს იგეგმება ალექსანდრუპოლის სასამართლოში 5 წლის ბიჭის გაუპატიურების საქმის განხილვის გაგრძელება, რომელზეც მისმა თანაკლასელებმა დასვენებაზე საბავშვობაღის ერთ-ერთ საკლასო ოთახში იძალადეს.

შეგახსენებთ, რომ ძალადობის ფაქტი 2024 წელს დაფიქსირდა და საქმე სექტემბერში აღიძრა. საქმეს 6 ბრალდებული ჰყავს: 2 საბავშვო ბაღის თანამშრომელი, რომელთაც ბრალად არასრულწლოვნის სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველ გარემოში მიტოვება ედებათ და 4 მშობელი, რომელთაც ბრალად არასრულწლოვანისთვის არასათანადო ყურადღების მიქცევა ედებათ.

აღსანიშნავია, რომ ექსპერტების დასკვნის შედეგად დადგინდა, რომ 5 წლის ბიჭზე სექსუალურად იძალადეს.

პირველი სასამართლო პროცესის დაწყებისას, რომელიც 24 ივნისამდე გადაიდო, მამის მიცემულმა ჩვენებამ პროცესზე დამსწრეთა აღელვება გამოიწვია. მამამ ისაუბრა მომენტზე, როცა ბავშვმა ძალა მოიკრიბა და ისაუბრა საზარელ გამოცდილებაზე: “როცა მოვიდა, რომ საიდუმლო გაენდო მითხრა: “მამა, მაინც გეყვარები თუ გეტყვი რა დამემართა?”. რაც მითხრა გავუმეორე ექიმებსაც და ექთნებსაც. სამწუხაროდ საბავშვო ბაღი მოწოდების სიმაღლეზე ვერ დადგა. იყო და არის ძალიან რთული პერიოდი ჩვენთვის, როგორც ოჯახისთვის. რაც შეგვიძლია ვაკეთებთ, რისი შეცვლაც შეგვიძლია როგორც მშობლებს, რომ დავეხმაროთ ჩვენს პატარას. სამწუხაროდ ამ დრომდე მოუშუშებელ ჭრილობად რჩება მისთვის ეს ტრავმა.” 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *