Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთიკრიმინალი

მამა შვილზე წლების განმავლობაში სექსუალურად ძალადობდა 

მამა შვილზე წლების განმავლობაში სექსუალურად ძალადობდა 

კუნძულ როდოსზე, ერთი შეხედვით სრულიად ჩვეულებრივ ოჯახში, თხუთმეტი წლის განმავლობაში გოგონას საზარელი საიდუმლოს შენახვა უწევდა.

გოგონაზე საკუთარი მამა მთელი ამ დროის განმავლობაში სექსუალურად ძალადობდა. ამ ყველაფერს კი ფარდა DNA-ის ტესტის ჩატარების შემდეგ აეხადა, როცა დადგინდა, რომ 31 წლის ქალის შვილის მამა, საკუთარი მამა აღმოჩნდა. 

პროკურორმა საქმე არაერთხელ გაუპატიურების, ინცესტის, არასრულწლოვანზე ოჯახური ძალადობის მუხლით აღძრა.

პროკურორისვე ბრძანებით ფსიქოლოგის თანდასწრებით დაიკითხა ძალადობის მსხვერპლი, რომელმაც დეტალურად ისაუბრა 15 წლის განმავლობაში გავლილ ტანჯვაზე. განაცხადა, რომ მამამ მასზე ძალადობა 16 წლის ასაკიდან დაიწყო და მხოლოდ მაშინ შეწყვიტა, როცა გაიგო, რომ მეორე შვილზე იყო ორსულად. ამ საზარელი ისტორიის კიდევ უფრო დამამძიმებელი ფაქტი ის არის, რომ ძალადობის მსხვერპლის ერთ-ერთი შვილის, 3 წლის გოგონას მამა, ძალადობის მსხვერპლის მამაა. 

ახალგაზრდა ქალმა ჩვენებაში განაცხადა, რომ მამას ხელიდან ვერ უსხლტებოდა, არ არსებობდა ადგილი სადაც შეეძლო წასულიყო და დამალულიყო. 

დაკავებულმა უარყო რომ შვილზე 15 წლის განმავლობაში ძალადობდა, თუმცა აღიარა, რომ მხოლოდ ერთი თვის განმავლობაში ჰქონდა სექსუალური კავშირი თავის შილთან და იქვე დასძინა, რომ მის შვილს ამ ყველაფერზე პრობლემა არ ჰქონია და თავადაც სურდა ამის გაკეთება. 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *