მარია საკარი და კონსტანტინოს მიცოტაკისი 500-600 კაციანი ქორწილისთვის ემზადებიან
მარია საკარი და კონსტანტინოს მიცოტაკისი 500-600 კაციანი ქორწილისთვის ემზადებიან
Tennis Channel-ზე მარია საკარი აილა ტომლიანოვიჩს პირად ურთიერთობებზე გულახდილად ესაუბრა.
აილა ტომლიანოვიჩი და მარია საკარი კოლეგები და ახლო მეგობრები არიან. მშვიდ გარემოში მეგობრული ინტერვიუს დროს კი ბერძენმა სპორტსმენმა მის საქმროზე, კონსტანტინოს მიცოტაკისზე და მათ ქორწილზე ისაუბრა, რომლის გადახდასაც 2027 წლის შუა რიცხვებში გეგმავენ.
კითხვაზე, თუ როდის მიხვდა რომ ”ის ის ერთადერთი იყო” მარია საკარიმ უპასუხა: “ძალიან დიდი ხნის წინ. ურთიერთობის დაწყებიდან 3-4 თვეში უკვე ვიცოდი. რეალურად French Open 2021-ზე ჩემი თამაშის სანახავად მოვიდა. ურთიერთობის დასაწყისიდანვე რომ იწყებს წყვილი დაუვიწყარი მოგონებების დაგროვებას ამაზე მნიშვნელოვანი არაფერია. იმავე წლის ზაფხულში კრეტაზე რომ ვიყავით ერთად ვიგრძენი რომ არასდროს მინდოდა დამეკარგა ის, არასდროს.. ის ერთადერთი და განუმეორებელია, ვფიქრობდი. ვუთხარი რომ მიყვარს. ვიგრძენი რომ ჰქონდა რაღაც, რაც მას ყველასგან გამოარჩევდა. როცა ის ერთადერთია ამას უსიტყვოდ გრძნობ და მეც სწორედ ასე ვიცოდი. ძალიან იღბლიანი ვარ.”
ქორწილზე საუბრისას კი განაცხადა, რომ “პატარა” ცერემონიის გადახდა სურთ: “ქორწილზე ნუ მკითხავ ნურაფერს.. იცი როგორც ხდება ხოლმე ბერძნულ ქორწილებში. ჩვენ “პატარა” ქორწილისთვის ვემზადებით 500-600 სტუმრით. მჯერა, რომ არაჩვეულებრივი გამოვა და მოუთმენლად ველოდები ამ დღეს.”
