მარინელას მდგომარეობა სტაბილურია – ოჯახის წევრები მომღერალს გვერდიდან არ შორდებიან
მარინელას მდგომარეობა სტაბილურია – ოჯახის წევრები მომღერალს გვერდიდან არ შორდებიან
უკვე მეხუთე დღეა რაც მომღერალი მარინელა საავადმყოფოშია მოთავსებული იროდიოს თეატრში მომხდარი ინციდენტის შემდეგ.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკული, მაგრამ ამავდროულად სტაბილურია.
ექიმები ჩანიშნული ანალიზების ჩატარებას ელოდებიან, რომ პასუხებიდან გამომდინარე ნახონ რისი გაკეთება შეუძლიათ მომღერლის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.
მარინელა გონს მოვიდა და მისი ორგანიზმი იღებს ყველა მედიკამენტურ მკურნალობას. მას გვერდიდან არ შორდებიან მისი შვილი და შვილიშვილი.
Facebook Comments Box
