Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
კრიმინალისაბერძნეთი

მესოლონგიში მარიხუანას საკონდიტრო ნაწარმის სახით ყიდდნენ

მესოლონგიში მარიხუანას საკონდიტრო ნაწარმის სახით ყიდდნენ

საკონდიტრო ნაწარმის სახით უკვე მოსახმარებლად გამზადებულ მარიხუანას ყიდდნენ მესოლონგში ნარკოდილერები, რომლებიც პოლიციამ სამშაბათს დააკავა. გამოძიებისას ცნობილი გახდა, რომ დამნაშავეებს შედგენილი ჰქონდათ კატალოგიც, სადაც მითითებული იყო თითოეული ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი საკონდიტრო ნაწარმის ღირებულება.

სამშაბათს დილით პოლიციელებმა ერთ-ერთი ნარკოდილერი ორიდან, შემოწმებისთვის გააჩერეს და სამგზავრო ჩანთიდან ჩხრეკისას 342 გრამი მარიხუანა ამოიღეს. აღნიშნულ პიროვნებას მაშინვე დაადეს ხელბორკილები და დაკითხვაზე გადაიყვანეს. დაკითხვის შემდეგ პოლოციამ ჩხრეკა დაკავებულის სახლში განაგრძნო, სადაც დაკავებული იქნა მეორე ნარკოდილერიც, რადგან ჩხრეკისას სამართალდამცავმა ორგანოებმა  აღმოაჩინეს 498 გრამი მარიხუანა ორცხობილების სახით, 21.6 გრამი მარიხუანა  სანთლების ფორმით, 63.2 გრამი გადამუშავებული მარიხუანა პატარა შოკოლადების სახით და კიდევ 151 გრამი ნედლი მარიხუანა.

ასევე, იმპროვიზებული საკონდიტროდან ამოღებულია ჰალუცინოგენი სოკო, რომლის რაოდენობაც შეადგენდა 13,6 გრამს, ელექტრონული სასწორი და ორი სახეხი. ყველა აღმოჩენილ ინსტრუმენტზე ნაპოვნია ნარკოტიკის ნარჩენები.

დაკავებულის მიმართ ნარკოტიკების შენახვის, ტრანსპორტირებისა და რეალიზაციის მუხლით აღიძრა საქმე.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *