მეტროს მე-3 ხაზზე ტექნიკური სამუშაოები გრძელდება
მეტროს მე-3 ხაზზე ტექნიკური სამუშაოები გრძელდება
ათენში მეტროს მე-3 ხაზზე დროებითი შეზღუდვები დღეს, 10 სექტემბერს, კვლავ მოქმედებს. მიზეზი ელეონასისა და მონასტირაკის სადგურებს შორის სარკინიგზო ლიანდაგების შეცვლის სამუშაოებია.
სამუშაოების გამო დღეს ელეონასის, კერამიკოსისა და მონასტირაკის სადგურები 21:40 საათზე დაიკეტება,
ბოლო მატარებლები ამ მიმართულებით შემდეგი განრიგით იმოძრავებენ:
- ელეონასი → დუკისის პლაკენტიასი – 21:22
- კერამიკოსი → დუკისის პლაკენტიასი – 21:25
- მონასტირაკი → დუკისის პლაკენტიასი – 21:27
- დუკისის პლაკენტიასი → მუნიციპალური თეატრი (დიმოტიკო თეატრო) – 21:30
- მონასტირაკი → მუნიციპალური თეატრი – 21:51
- კერამიკოსი → მუნიციპალური თეატრი – 21:53
- ელეონასი → მუნიციპალური თეატრი – 21:56
აეროპორტიდან მუნიციპალური თეატრის მიმართულებით ბოლო მატარებელი 21:10-ზე გავა, ხოლო მუნიციპალური თეატრიდან აეროპორტისკენ – 21:06-ზე.
21:40 საათის შემდეგ აეროპორტის მიმართულებით მატარებლები მხოლოდ სინდაღმამდე იმოძრავებენ. ამ პერიოდში სინდაღმიდან აეროპორტისკენ მატარებლები 22:02, 22:38 და 23:14 საათზე გაემგზავრებიან.
დაკეტილი სადგურების დასაკავშირებლად იმუშავებს დროებითი ავტობუსის მარშრუტი X24 – „სინდაღმა–ეღალეო“, რომელიც მეტროს მუშაობის დასრულებამდე იმოძრავებს.
ავტობუსი გაივლის შემდეგ სადგურებს:
სინდაღმა → ომონია → მონასტირაკი → კერამიკოსი → ელეონასი → ეღალეო
საპირისპირო მიმართულებით მარშრუტი იგივე სადგურებს გაივლის. შეზღუდვები დღეს, 10 სექტემბერს, დასრულდება.
