Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
ბუნებრივი მოვლენებისაბერძნეთი

მეხანძრეებმა კუნძულ როდოსზე გაჩენილი ხანძრის კონტროლს დაქვემდებარება შეძლეს

მეხანძრეებმა კუნძულ როდოსზე გაჩენილი ხანძრის კონტროლს დაქვემდებარება შეძლეს

კუნძულ როდოსზე, მონოლითოსში ფეხით მიუდგომელ ადგილზე გაჩენილი ხანძრის ჩაქრობა უჭირს სახანძრო სამსახურს. ცეცხლის დიდ ტერიტორიაზე გავრცელებას ხელს უწყობენ ძლიერი ქარებიც. მიუხედავად ამ სირთულეებისა მეხანძრეებმა მაინც მოახერხეს ხანძრის კერის დამორჩილება და ამ დროისთვის ხანძარი უკვე კონტროლს ექვემდებარება.

ცეცხლი კიმისალას ტყისკენ მიემართებოდა, თუმცა ძლიერი კვამლი მონოლითოს სოფლიდან ამოდიოდა.

ხანძრის ჩასაქრობად 65 მეხანძრე 15 მანქანით მუშაობდა. საჰაერო ძალებიდან კი 7 წყალმფრქვევი და 5 ვერტმფრენი. 

შეგახსენებთ რომ მონოლითოსი, ადგილი სადაც ხანძარი გაჩნდა, დაახლოვებით 80 კმ-ით არის დაშორებული ქალაქის ცენტრიდან.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *