Latest news
აკილამ ათენში კონცერტი გამართა პროკურორმა ΟΠΕΚΕΠΕ-ს ყოფილი ხელმძღვანელების დამნაშავედ ცნობა მოითხოვა საბერძნეთი: სალონიკში მმართველი პარტიის წარმომადგენლების სახლებზე თავდასხმას ხელისუფლება ტერორისტულ ... საბერძნეთი: ჭარბი წონის საწინააღმდეგო მედიკამენტების უფასოდ გაცემის პროგრამა დასრულდა ნავპლიოს ძველი საბაჟო საბერძნეთის კულტურის სამინისტროს ახალ დაწესებულებას უმასპინძლებს Mymarket-ი მომხმარებლებს პროდუქტის წარმოშობის შემოწმების შესაძლებლობას აძლევს სალონიკი: 20 წლის გოგოს რუტინული ოპერაციის პროცესში მძიმე დამწვრობა მიაყენეს პეტრალონა: ათენის მუნიციპალიტეტი ჩამონგრეული კორპუსის მაცხოვრებლებს 3 000 ევროს ოდენობის დახმარებას ... საბერძნეთი: ტემპერატურამ 38 გრადუსს მიაღწია ერმუ ელექტროენერგიის გარეშე დარჩა
ხუთშაბათი, ივლისი 2, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

მე ქალად დავიბადე, თუმცა…

მე ქალად დავიბადე, თუმცა…

“მე ქალად  დავიბადე, მაგრამ ყოველთვის მქონდა იმის შეგრძნება, რომ არასწორ სხეულს ვეკუთვნოდი.“

“მე ქალად  დავიბადე, მაგრამ ყოველთვის მქონდა იმის შეგრძნება, რომ არასწორ სხეულს ვეკუთვნოდი” – ასეთია ადამიანის – სახელად ანგელოს აღიარება, რომელმაც გარდასახვა 29 წლის ასაკში დაიწყო.

დედისა და და-ძმის მიერ მისი უარყოფა, სექსუალური ძალადობა ნათესავის მიერ 13 წლის განმავლობაში და უამრავი მწარე გამოცდილება – ეს ყველაფერი ანგელოს ცხოვრების სევდიანი ისტორიის შემადგენელი ნაწილია, რის გამოც ქალაქ ვოლოსის მცხოვრებმა გოგონამ საკუთარი სქესის – მამრობითი სქესით შეცვლა  გადაწყვიტა.

როგორც ანგელომ STAR-ის ჟურნალისტებს განუცხადა, მისი მეტამორფოზა ჩაცმულობით დაიწყო და უკვე, 29 წლის ასაკში სქესის გამოცვლით დასრულდა.

„ ჩემს გადაწყვეტილებას, ჩემი ოჯახის უკიდურესი რეაქცია მოჰყვა. დედა მეუბნებოდა, რომ უფრო ქალურად უნდა მცმოდა; რომ უფრო მკვეთრი მაკიაჟი უნდა მეტარებინა; სკოლაში კი, უდიდეს ზეწოლას და დამცირებას განვიცდიდი, როცა მეუბნებოდნენ, რომ ისეთს, როგორიც ვიყავი, არავინ შემიყვარებდა!” – ამბობს ანგელო.

რესპონდენტმა ასევე გაამხილა, რომ 14 – დან 27 წლის ასაკამდე ის, ნათესავის მხრიდან სექსუალური ძალადობის მსხვერპლი იყო.

სწორედ ეს გახდა ახალგაზრდას სახლიდან წასვლის მიზეზი.

ის მხოლოდ უმცროსმა დამ მიიღო, ოჯახის დანარჩენი წევრები კი, მას ,,ოჯახის სირცხვილად” თვლიდნენ.

„მე და დედაჩემმა თავიდანვე გავწყვიტეთ კონტაქტი და მე დავრჩი მამინაცვალთან, რომელიც ჰომოფობი იყო“. თუმცა, დედა ბოლო რამოდენიმე თვეა ცდილობს შეეგუოს ჩემს გადაწყვეტილებას და უფრო ჰუმანურად მიუდგეს ამ საკითხს.”– დასძინა ანჯგელომ.

მის ცხოვრებაში გადამწყვეტი როლი, 26 წლის კონსტანტინამ ითამაშა, რომელიც მფარველ ანგელოზად მოევლინა… კონსტანტინას ოჯახმა თბილად მიიღო ანგელოც და მისი გენდერული არჩევანიც.

,,ჩემი მიზნის განსახორციელებლად უამრავი დაბრკოლების გადალახვა მომიხდა; ექიმმაც კი, რომელთანაც ჩემი სქესის შეცვლაზე მომიწია საუბარი და ის კი ჰომოფობი აღმოჩნდა, სამედიცინო ანალიზების ქაღალდები სახეში მომაყარა…

,,ამ ეტაპზე მასტოტომიც  გაკეთებული მაქვს და, ძალიან ბედნიერი ვარ საკუთარი არჩევანით” – აღიარებს ანგელო.

 

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *